სასწავლო ცენტრი აიელსი გთავაზობთ:

ეწვიეთ აიელსის ავტოსკოლას.
ისწავლეთ ავტომობილის მართვა და მოემზადეთ გამოცდისთვის. გაიარეთ თეორიული და პრაქტიკული სწავლება. თეორიული კურსი მოიცავს 13 გაკვეთილს. ისარგებლეთ საზაფხულო 28%-იანი ფასდაკლებით! სწავლება 4-5 კაციან ჯგუფებში 70 50 ლარი. მართვა 1 გაკვეთილი 15 ლარი.


ჩვენს ცენტრში ამოქმედდა სამხატვრო სკოლა
ხატვის წრე ბავშვებისა და აბიტურიენტებისთვის. მოსწავლეები აითვისებენ სხვადასხვა ჟანრის ხატვას: შუქ-ჩრდილი, ფერწერა, გრაფიკა, კარიკატურა, ანიმაცია. აბიტურიენტები შეისწავლის ხატვას მარტივი და სწრაფი მეთოდით. კურსს უძღვება გამოცდილი პედაგოგი, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვანი ჟურნალების მხატვარ-დიზაინერად, ილუსტრატორად, საბავშვო-თეატრის მხატვარ დეკორატორად, არის „ოქროს კალმის“ მფლობელი ნომინაციაში საუკეთესო მხატვარ-კარიკატურისტი.

ტრენინგები მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის:
გაეცნობით ადამიანური რესურსების მართვის როლს თანამედროვე ორგანიზაციებში; ისწავლით პერსონალის შერჩევის და გასაუბრების წარმეობის მეთოდებს; სწორად დაგეგმავთ საკადრო კანცელარიის სამუშაო პროცესებს; ისწავლით თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებას; შეძლებთ პერსონალის განვითარების სისტემის, სამუშაოს შეფასების, სახელფასო, სამოტივაციო, საბონუსე სისტემების შემუშავებას და დანერგვას. შეიძენთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ტრენინგის ღირებულება 250 ლარი.


დასრულდა „ბასს+ორისი+საგადასახადო კოდექსი - ინტეგრირებული კურსი“. კურსის მსმენელებმა პრაქტიკულ მაგალითებზე ისწავლეს საბუღალტრო გატარებები, ფინანსურ საბუთებთან მუშაობა, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის ფორმები და საშუალებები, მიიღეს პროფესიონალი პედაგოგის რჩევები სხვადასხვა არაორდინალურ საკითხებთან დაკავშირებით. გაიზიარეს 20-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე პედაგოგის ლელა ჭკადუას ცოდნა და გამოცდილება. მიმდინარეობს რეგისტრაცია ახალ ჯგუფში.

სიახლე! გთავაზობთ გაიაროთ თურქული ენის შემსწავლელი კურსი ანკარის უნვერსიტეტთან არსებულ თურქული ენის შემსწავლელ ცენტრში „TOMER“. იხ. გაცვლითი პროგრამა >>>>


ვულოცავთ ჩვენი ცენტრის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში კემბრიჯის FCE საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. მადლობას ვუხდით მოსწავლეებს მონდომებისთვის, მათ პედაგოგს, ქალბატონ ლეილა ციცუაშვილს კი საქმისადმი მაღალპროფესიული მიდგომისთვის.




სასწავლო ცენტრი აიელსი გთავაზობთ სასწავლო კურსების ფართო არჩევანს