ბუღალტერიის(ბას სტანდარტებით) შემსწავლელი კურსები:
ორგანიზაციების მცირე და მსხვილი საწარმოების ბუღალტრის კვალიფიკაცია
ორგანიზაციების მცირე და მსხვილი საწარმოების ბუღალტრის კვალიფიკაციის მისაღებად ვიწვევთ ყველას, ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან ან გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა. საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, თეორიასთან ერთად ისწავლება საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით.
მასწავლებლებად მოწვეულნი არიან მხოლოდ პროფესიონალები. საბუღალტრო სწავლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოქმედი ბუღალტრები.
კურსი მოიცავს:
-
- ფინანსური ანგარიშგება და მისი შემადგენელი ელემენტები - -ბალანსი
- -ლიკვიდურობა
- - ბუღალტრული ანგარიშები
- - რეგისტრაციის ჟურნალი და საცდელი ბალანსი
- - საცდელი ბალანსის შედგენის წესი
- - მოგება-ზარალის ანგარიშგება და მისი შედგენის თანმიმდევრობა
- - ცვლილებების ასახვა შემოსავლებსა და ხარჯებზე
- - მარაგების გაყიდვა
- - შემოსავლებისა და ხარჯების გადატანა მოგება-ზარალის ანგარიშზე
- - დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვა
- - დაუმთავრებელი წარმოება
- - მოთხოვნის აღრიცხვა
- - სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები
- - სასაქონლო მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა
- - ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- - ძირითადი საშუალებების ცვეთა
- - ვალდებულებების აღრიცხვა
- - საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
- - შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
- - იჯარის აღრიცხვა
- - საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
- - ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
- - ბუღალტრული ანგარიშგების დანიშნულების მოკლე განმარტებები
- - შემაჯამებელი ამოცანები
ბოლო რამდენიმე გაკვეთილი დაეთმობა საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების პრაქტიკულ შესრულებას, ახალი საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. მსმენელი კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეძლებს აწარმოოს ბუღალტრული საქმე.
თუ მსმენელმა ვერ შესძლო იმ მასალის ათვისება, რაც პროგრამით არის გათვალისწინებული, მას აქვს შესაძლებლობა ხელახლა თავიდან გაიაროს პროგრამა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. კურსის დასრულების და მუშაობის დაწყების შემდეგ ყოფილ მსმენელებს , საჭიროების შემთხვევაში, გაეწევათ კონსულტაცია უფასოდ.
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე. მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი. მთლიანი კურსის სასწავლო გადასახადი: 200 ლარი.



