სასწავლო ცენტრი აიელსი გთავაზობთ ბუღალტერიის ერთწლიან კურსებს


ბუღალტრის მოსამზადებელი 1-წლიანი პრაქტიკული და თეორიული პროფესიული კურსი




გამოიყენე შანსი! კურსს უძღვებიან ამ სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები:

ნაზი გვარამია, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი, წიგნების ავტორი, მისი ყველა სამეცნიერო ნაშრომი ეხება ბუღალტრულ აღრიცხვას და აუდიტს.

მირიანი გაბუნია, სერტიფიცირებული აუდიტორი. საგადასახადო და დაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით. იგი შედის საქართველოს მოქმედ დამოუკიდებელ საგადასახადო აუდიტორთა რეიტინგულ შემადგენლობაში.

- კურსის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
- კურსის ღირებულება:1480 ლარი.

ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით.




საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ ყველას:

  • ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან
  • მათ ვინც გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა
  • მოქმედ ბუღალტრებს, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება
  • ეკონომისტებს
  • მომავალ ფინანსურ მენეჯერებს
  • შესაბამისი სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირებს.

  • კურსის ფარგლებში ისწავლება:

    1. ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს)
    2. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს)
    3. საგადასახადო კოდექსი
    4. დეკლარაციების შევსების ტექნიკა
    5. ორისი/სუპერფინი
    6. გაძლიერებული ექსელი


    კურსის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების შესწავლის საფუძველზე სტუდენტს მისცეს ცოდნა საგადასახადო კოდექსში, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში.

    ამ კურსის ფარგლებში სტუდენტი:

  • ისწავლის ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ბასს, ფასს) მოთხოვნათა შესაბამისაად. გაკვეთილებზე თეორიული მასალის ათვისება ხდება მრაფალფეროვანი პრაქტიკული მაგალითებით. სასწავლო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის გამყარებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;

  • საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო კოდექსს და კარგად გაერკვევა კოდექსის ცალკეული მუხლის ყველა ნიუანსში. პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოს ყველა მუხლის მოქმედების არეალს, საგადასახადო საკითხებში მიიღებს კვალიფიციურ ცოდნას კვალიფიციურ სპეციალისტისგან, მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას 2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, შეიძენენს თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევს. ჩვენი მიზანია თემით გათვალისწინებული საკითხების მსმენელისათვის სრულყოფილად და ამომწურავად მიწოდება;

  • საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკას: საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, აქციზი, მოგების გადასახადის დეკლარაცია, ქონების გადასახადის დეკლარაცია, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), განაცემთა შესახებ ინფორმაცია, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება;

  • ისწავლის საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას ორის-ის პროგრამაში: ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ ბუღალტრისთვის აუცილებელ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე;

  • ისწავლის მონაცემთა ბაზის შექმნას და დამუშავებას ექსელში. გაეცნობით მათემატიკურ, სტატისტიკურ, ფინანსურ, ძებნის, დახარისხების, გაფილტვრის და მონაცემთა დამუშავების სხვა ფუნქციებს; ისწავლით შემაჯამებელი ცხრილების მართვას, ჰიპერკავშირებს და სხვა;



  • პრაქტიკული თრენინგ კურსი ინტერაქტიული ფორმატისაა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხდება თქვენთვის ყველა გაუგებარი საკითხის დეტალური განხილვა, ამოცანებისა და სავარჯიშოების დახმარებით მასალის ათვისების შემოწმება.

    სწავლის განმავლობაში ტარდება შუალედური ტესტირებები, ბოლოს შემაჯამებელი ტესტირება.

    სერთიფიკატი: კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი.

    დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე: 227 36 33, 277 625 06, 595 42 49 89