ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები

კურსი გათვლილია მათზე, რომელთაც საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება სურს ან აინტერესებს, გაეცნოს ბიზნესის არსს. კურსი დაგეხმარებათ შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა, გადაწყვიტოთ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მისცეთ თქვენს ბიზნესს, როგორ ჩამოაყალიბოთ ორგანიზაციის სტრუქტურა და როგორ გახდეთ წარმატებული მეწარმე.

კურსს უძღვება ბიზნესის და ადმინისტრირების ლექტორი ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პროფესორი იზოლდა პირტახია.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • ბაზრის შესწავლა, საქმიანობის სფეროები(წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება);
  • ბიზნეს-გეგმის შედგენა; გეგმის დანიშნულება და მისი სტრუქტურული ერთეულები;
  • კაპიტალის ფორმირების გზები და ბაზარზე შესვლა;
  • გასაღების ბაზრის შესწავლა და არჩეული სფეროს ბიზნეს-გეგმის მომზადება;
  • ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ბიზნესის მომდევნო განვითარება და მისი ეტაპები.

  • კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი.
    კურსის ღირებულებაა: 250 ლარი