კომპიუტერის ენის შემსწავლელი კურსი:



გთავაზობთ საოფისე პროგრამების ფართო არჩევანს, რომელიც შეგიძლიათ თვისუფლად გამოიყენოთ საბიუჯეტო თუ კერძო კომპანიებში ნებისმიერი სირთულის ოპერაციების შესასრულებლად.

გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 სთ. შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკის შერჩევა.

შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი პროგრამები ცალ-ცალკე, აირჩიოთ პაკეტი ან გაიაროთ 6 თვიანი/1-წლიანი კურსი:

თუ მოსწავლემ განსაზღვრულ დროში ვერ შეძლო არჩეული პროგრამის შესწავლა, ჩაუტარდება დამატებითი გაკვეთილები.

საოფისე პროგრამები ამოუწურავია ჩვენთან იმაზე მეტს ისწავლით, რაც ქვემოთ მოცემული პაკეტებით არის გათვალისწინებული.

* პაკეტი "სტანდარტი"

  • MS Windows, MS word, MS MS Excel (სტანდარტული), Internet, E-Mail
  • პრინტერთან, სკანერთან, ქსეროქსთან მუშაობა.

გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი. კურსის ხანგრძლივობა 10 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 100 ლარი (წყვ.). 120 ლარი (ინდ.)

* პაკეტი "გაუმჯობესებული"

  • MS Windows, MS word, MS Excel (სტანდარტული), MS PowerPoint, Outlook, Internet, E-Mail
  • პრინტერთან, სკანერთან, ქსეროქსთან მუშაობა.

გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი. კურსის ხანგრძლივობა 15 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 150 ლარი (წყვ). 170 ლარი (ინდ.)

* პაკეტი "გაძლიერებული"

  • MS Windows, MS word, MS Excel (პროფესიონალური), MS PowerPoint, Outlook, Internet, E-Mail
  • პრინტერთან, სკანერთან, ქსეროქსთან მუშაობა.

გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი. კურსის ხანგრძლივობა 25 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 350 ლარი (ინდ.)

ცალკეული პროგრამები:

* პაკეტის არჩევის შემთხვევაში: windows, internet, e-mail. ორგ ტექნიკა (ქსეროქსი, პრინტერი, სკანერი) ისწავლება უფასოდ.

  • windows, internet, e-mail: სტანდარტული 2 სთ. 30ლარი (ინდ).
  • MS Word: სტანდარტული 5 სთ. 50 ლარი (ინდ).
  • PowerPoint: სტანდარტული 4 სთ. 50 ლარი (ინდ).
  • outlook: 2 სთ 20 ლარი.
  • ცალკეული საკითხები მოთხოვნით: 1სთ. 15 ლარი.
    კონსულტაცია და დახმარება პრეზენტაციის მომზადებაში: 1სთ 10 ლარი.
  • MS Excel: სტანდარტული 4 სთ. 50 ლარი (ინდ).
  • მათ, ვისაც გიწევთ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, დიდი მოცულობის ცხრილების ანალიზი გთავაზობთ Excel-ის გაძლიერებული ექსელის მოკლე და ვრცელ კურსს. კურსს:

გაძლიერებული ექსელი: მოკლე კურსი:

- ექსელის მომართვა, შენახვა, ფონტები, ავტოშევსება;
- ელექტრონული უჯრების გაცნობა, მუშაობა ელექტრონულ ცხრილებთან;
- ცხრილების ფორმატირება და მონაცემთა ბაზების შექმნა;
- ფარდობითი და აბსოლუტური მისამართები;
- ტექსტური და რიცხვითი მონაცემები;
- არითმეტიკული ოპერატორები, ფორმულების უჯრებში შეყვანა;
- მონაცემთა კოპირება, PASTE SPECIAL;
- ხელფასის უწყისის შექმნა, პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა;
- ხშირად გამოყენებადი ფუნქციები (SUM, MAX, MIN, AVERAGE, COUNT);
- აბსოლიტური მიმართვა უჯრაზე (DEFINE NAME), NAME MANAGER;
- ლოგიკური ფუნქციები (IF, IF+IF; AND) გამოყენება პრაქტიკულ მაგალითში, ბონუსების გამოთვლა პირობების მიხედვით, ფასდაკლება, ფასნამატი;
- პირობით დაჯამების ფუნქცია (SUM IF; SUM IFS);
- პირობითი ფორმატირება (CONDITIONAL FORMATING);
- ფილტრები და მათი გამოყენება;
- მონაცემთა სორტირება (SORT);
- სხვადასხვა ტიპის დიაგრამების შექმნა;
- სამუშაო ფურცლის დაცვა (PROTECT SHEET);
- ბეჭდვის პარამეტრები, ზედა ქვედა სათაურები (HEADER AND FOOTER);
- ლოგოს ჩასმა;
- ფურცლის პარამეტრები და დანომვრა (PAGE SETUP).

კურსის ხანრძლივობაა: 5 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 100 ლარი.


გაძლიერებული ექსელი: ვრცელი კურსი

- ექსელის მომართვა, შენახვა, ფონტები, ავტოშევსება;
- ელექტრონული უჯრების გაცნობა, მუშაობა ელექტრონულ ცხრილებთან;
- ცხრილების ფორმატირება და მონაცემთა ბაზების შექმნა;
- ფარდობითი და აბსოლუტური მისამართები;
- ტექსტური და რიცხვითი მონაცემები;
- არითმეტიკული ოპერატორები ფორმულების უჯრებში შეყვანა;
- მონაცემთა კოპირება (PASTE SPECIAL);
- ხელფასის უწყისის შექმნა;
- პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა;
- ხშირად გამოყენებადი ფუნქციები (SUM, MAX, MIN, AVERAGE, COUNT)
- ლოგიკური ფუნქციების (IF, IF+IF; AND) გამოყენება პრაქტიკულ მაგალითში;
- ბონუსების გამოთვლა პირობების მიხედვით, ფასდაკლება, ფასნამატი;
- პირობით დაჯამების ფუნქცია (SUM IF; SUM IFS);
- მონაცემთა ვალიდაცია (DATA VALIDATION), ჩამოსაშლელი სიის შექმნა;
- აბსოლიტური მიმართვა უჯრაზე (DEFINE NAME), NAME MANAGER;
- სტატისტიკური ფუნქციები: COUNT IF, COUNT IFS;
- დათვლა პირობის მიხედვით: COUNT BLANK, COUNT A, AVERAGE, AVERAGE IF;
- პირობითი ფორმატირება (CONDITIONAL FORMATING);
- შემაჯამებელი ცხრილები და მისი გამოყენება (PIVOT TABLE);
- მონაცემთა ძებნა: V LOOKUP, MACH, INDEX;
- პრაქტიკული მაგალითი: ფასების და რაოდენობების გადმოტანა დასახელების მიხედვით;
- ტექსტური ფორმულები: LEFT, RIGHT, MID, CONCATENATE, REPLACE, TEXT;
- ტექსტის დაშლა სვეტებად (TEXT TO COLUMN);
- თარიღის ფუნქციები: TODAY, WEEKDAY, DAY360;
- ფინანსური ფუნქციები: PMT, RATE, NPER, PV, FV;
- ფუნქციები: SUBTOTAL, LEN, IF ERROR, MODE;
- ფილტრები და მათი გამოყენება:
- მონაცემთა სორტირება (SORT), მონაცემთა დაჯგუფება;
- კომენტარების ჩასმა და მართვა;
- მონაცემთა შედარება EXECT;
- სხვადასხვა ტიპის დიაგრამების შექმნა;
- MACROS-ის დანიშნულება, MACROS RECORDER-თან მუშაობა, მაკროსების შექმნა;
- სამუშაო ფურცლის დაცვა (PROTECT SHEET);
- ბეჭდვის პარამეტრები, HEADER AND FOOTER - ზედა ქვედა სათაურები;
- ლოგის ჩასმა ექსელში, ფურცლის პარამეტრები და დანომვრა (PAGE SETUP).

კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 200 ლარი.

კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი 6 თვიანი/1-წლიანი პროფესიული კურსი



კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე ოფისის თანამშრომელს გაუჭირდება სრულყოფილად და პროფესიონალურად გაუმკლავდეს დაკისრებულ ვალდებულებებს. აიელსი გთავაზობთ 6-თვიან და 1-წლიან კომპიუტერულ კურსებს.

კურსები მოიცავს როგორც საოფისე პროგრამებს, ასევე სადიზაინერო და ვებ-დიზაინის მიმართულებებს.

კურსის ფარგლებში ისწავლება:

1. საოფისე პროგრამები: გაძლიერებული MS Windows, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, Ms Outlook, Internet, E-Mail, პრინტერთან, სკანერთან, ქსეროქსთან მუშაობა
2. გრაფიკული პროგრამა ქორელი (CorelDRAW)
3. გრაფიკული პროგრამა ფოტოშოპი (Photoshop)
4. გრაფიკული პროგრამა 3დე (3Ds Max)
5. ვებ-დიზაინი HTML, CSS-ის გამოყენებით
6. ვებ-პროგრამირება PHP-MySQL, JavaScript – jQuery-ის გამოყენებთ
7. IT-ინჟინერია


კურსის დასრულების შემდეგ თქვენ იქნებით საოფისე და გრაფიკული პროგრამების თავდაჯერებული მომხმარებელი. თქვენ შეძლებთ:

- ტექსტებთან მუშაობას (წერილები, ბრძანებები, სარეკლამო ტექსტები, მხატვრული პროზა, პოეზია), მათ მხატვრულ გაფორმებას და ეფექტურ ორგანიზებას;
- მრავალეროვანი გრაფიკების აგებას ვიზუალური ეფექტების გამოყენებით;
- ნებისმიერი სირთულის შესავსები ფორმების დიზაინს (რეზიუმე, ორდერი, ინვოისი, ანკეტა, ზედნადები, დროის განაწილების ცხრილები, საანგარიშგებო ფორმები და სხვა);
- კონკრეტულ საქმიანობაზე მორგებული მონაცემთა ბაზების შექმნას (თანამშრომელთა პირადი მონაცემები, გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალი ფასების, ვადების და რაოდენობის ავტომატური დათვლით და სხვა) და მონაცემების მართვასთან, მოძიებასთან, ავტომატურ გამოთვლებთან დაკავშირებული საკითხების მარტივი ხერხით გადაჭრას;
- ილუსტრირებული და ეფექტური "პრეზენტაციების" მომზადებას ხმოვანი ეფექტებით;
- ლოგოების, სავიზიტო ბარათების, ფლაერების, სარეკლამო მასალების დიზაინს;
- აქციების, გასაყიდი პროდუქციის სარეკლამო იმიჯების შექმნას შესაბამისი ტექსტით და მათ განთავსებას ფეისბუქის გვერდზე;
- 3-დე მოდელირებას;
- ვებ-გვერდს აწყობას და მართვას;
- კომპიუტერის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლებემის აღმოფხვრას (დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოჩენა, windows-ის გადაყენება, პროგრამების ინსტალაცია და ა.შ.)


კურსის  ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
კურსის ღირებულება: 1440 ლარი. ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით.






ADOBE PHOTOSHOP


ფოტოშოპის კურსზე ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დამწყებ დიზაინერებს, მოყვარულებს, ვებ-გვერდისა და ფეისბუკ-გვერდის ადმინისტრატორებს, სარეკლამო და საგამომცემლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მათ, ვისაც სურს ისწავლოს ფოტოს კომპიუტერული დამუშავება, თემატური ილუსტრაციების შექმნა, სარეკლამო მასალების, ლოგოების, ფლაერებისა და სავიზიტო ბარათების მომზადება.
თქვენი საჭიროების შესაბამისად შეგიძლიათ აირჩიოთ საბაზო ან სრული კურსი.

PHOTOSHOP - საბაზო:

- Photoshop-ის ინტეფეისის განხილვა, მთავარი სამუშაო პანელების გამოტანა ეკრანზე;
- ახალი ფურცლის შექმნა. სურათის ზომები;
- საზომი ერთეულების დაყენება. სახაზავების და ბადის დაყენება;
- დამხმარე სიმეტრიის ხაზები (Guides);
- ინსტრუმენტების პანელის განხილვა;
- ისტორიის მართვის პანელი (History);
- მონიშვნები ფოტოშოპში:Rectangular,Elliptical,Lasso Tool,Polygonal,Magnetic Lasso;
- მსგავსი ფერების მონიშვნა; ფერის შენახვა (Swaches);
- სურათზე ფერის შეცვლა (Hue and Saturation);
- ფერის ბალანსი და განათება (Color Balance, Brighthness and Contrast);
- ობიექტზე ჩრდილის შექმნა, რედაქტირება;
- ფუნჯით და ფანქრით ხატვა, ფუნჯის კატალოგები (Brush Presets);
- საშლელის (Eraser) 3 ტიპი;
- კლონური შტამპი (Clone Stamp), მოზაიკური შტამპი;
- მოზაიკის კატალოგები;
- ფენებთან მუშაობა: შექმნა, დუბლირება, კოპირება;
- მონიშნულ ობიექტში ფერის ჩასხმა ეფექტებით (Edit/Fill);
- სურათის გაშავთეთრება, შავ- თეთრი სურათის გაფერადება;
- სურათის ტრანსფორმაცია, დახრა, სარკისებური არეკვლა (Edit/Transform, Skew, Distort);
- ფენებთან მუშაობა, ფენების დუბლირება, კოპირება;
- ფენის სტილები და ეფექტები (Layer Style);
- ტექსტებთან მუშაობა, ფონტების სტილები, ფერები, ეფექტები;
- სურათი შენახვა გამჭირვალობით, სხვადასხვა ფორმატით:PSD,JPG,GIF,TIFF,BMP,PNG;
- ფაილის დასაბეჭდად მომზადება, ბეჭვდის პარამეტრები.

კურსის ხანგრძლივობა: 8 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 140 ლარი



PHOTOSHOP - პროფესიონალი:

- Photoshop-ის ინტეფეისის განხილვა, მთავარი სამუშაო პანელების გამოტანა ეკრანზე;
- ახალი ფურცლის შექმნა. სურათის ზომები;
- საზომი ერთეულების დაყენება. სახაზავების და ბადის დაყენება;
- დამხმარე სიმეტრიის ხაზები (Guides);
- ინსტრუმენტების პანელის განხილვა;
- ისტორიის მართვის პანელი (History);
- მონიშვნები ფოტოშოპში:Rectangular,Elliptical,Lasso Tool,Polygonal,Magnetic Lasso,
- მსგავსი ფერების მონიშვნა; ფერის შენახვა (Swaches);
- სურათზე ფერის შეცვლა (Hue and Saturation);
- ფერის ბალანსი და განათება (Color Balance, Brighthness and Contrast);
- ფერის მოდელები: Bitmap, Grayscale, Indexed, RGB, CMYK, Lab და მათი გამოყენება;
- მონიშვნისას კიდეების გაბუნდოვნება (Feather), მისი გამოყენება ობიექტის კოპირებისას;
- ობიექტზე ჩრდილის შექმნა, რედაქტირება;
- ფუნჯით და ფანქრით ხატვა, ფუნჯის კატალოგები Brush Presets;
- ფუჯნის შექმნა სურათიდან (Define Brush);
- საშლელის (Eraser) 3 ტიპი;
- კლონური შტამპი (Clone Stamp), მოზაიკური შტამპი;
- მოზაიკის კატალოგები, მოზაიკის შექმნა (Define pattern);
- ფენებთან მუშაობა: შექმნა, დუბლირება, კოპირება;
- ფენის სტილები და ეფექტები (Layer Style), ფენის მასკა (Layer Mask);
- ფენების დაჯგუფება, შეერთება (Flatten Image), გადაადგილება, დაბლოკვა;
- გრადაციების შექმნა (Gradient): წრიული, სწორხაზოვანი;
- მონიშნულ ობიექტში ფერის ჩასხმა ეფექტებით (Edit/Fill);
- სურათის გაშავთეთრება, შავ- თეთრი სურათის გაფერადება;
- სურათის ტრანსფორმაცია, დახრა, სარკისებური არეკვლა (Edit/Transform, Skew, Distort);
- კალამი (Pen Tool);
- ფიგურების შექმნა, მზა მარტივი ფიგურები (Custom Shape) და მათი სტილები;
- ტექსტებთან მუშაობა, ფონტების სტილები, ფერები, ეფექტები;
- ტექსის ფორმის შეცვლა (Warp Text);
- ტექსტში ფერის, გრედიენტის მოზაიკის ჩასხმა;
- ტექსის ფიგურაზე გარშემოვლა;
- Quick Mask- სწრაფი ნიღაბი, მისი გამოყენება;
- ფილტრები (Filter Gallery). მოზაიკის, წყლის ტალღის, ქარის, შუშის ეფექტი, განათების ეფექტები. სურათის ნახატად გადაქცევა, გაბუნდოვნება და ა. შ.
- პრაქტიკული სამუშაო: ფლაერის შექმნა.
- პრაქტიკული სამუშაო: მაკიაჟის გაკეთება.
- სურათი შენახვა გამჭირვალობით, სხვადასხვა ფორმატით:PSD,JPG,GIF,TIFF,BMP,PNG;
- ფაილის დასაბეჭდად მომზადება, ბეჭვდის პარამეტრები.


კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 200 ლარი



COREL DRAW


COREL DRAW- საბაზო:

- პროგრამის მიმოხილვა, ინტერფეისი, პროგრამის დანიშნულება;
- ინსტრუმენტების პანელის მიმოხილვა;
- მარტივი ფიგურები (Rectangle Tool, Ellipse Tool), მათი პარამეტრები, დეფორმაცია;
- ფიგურების გარდაქმნა დეფორმირებად ფიგურად-წირებში (Convert to Curves). ფიგურების ტრანსფორმაცია;
- ინსტრუმენტების განხილვა: Shape tool, Knife, Crop, Eraser;
- პრაქტიკული მაგალითი (ჭიქის შექმნა, Master Card- ის ლოგოს შექმნა);
- ფიგურის ხელით ხატვა-Bazier, Freehand;
- დახატული ფიგურის ბოლოების შეერთება-Join Curves;
- მზა ფიგურების კოლექციები-Artistic Media, მათი ხატვა, დაშლა, ცალკეულ ფიგურებად გამოყენება;
- ფიგურების მოჭრა, შეერთება, გადაფარვა (Shaping;
- Trasperancy - ფიგურების გამჭირვალობა;
- ფიგურაში ფერის ჩასხმა, ფერის შენახვა, ფერების კატალოგები;
- Text Tool- ტექსტების ფორმატირება,ფონტების სტილები;
- ტექსტის დაშლა, ეფექტები, დეფორმაცია, ჩრდილები, კონტურების სტილები - პრაქტიკული მაგალითები;
- სურათის შემოტანა და რედაქტირება- Import- Export;
- ბუკლეტის, ფლაერის, ვიზიტკის შექმნა;
- ფაილის დასაბეჭდად მომზადება, ბეჭვდის პარამეტრები.

კურსის ხანგრძლივობა: 8 საათი.
კურსის ღირებულება: 140 ლარი.



COREL DRAW- პროფესიონალი:

- პროგრამის მიმოხილვა, ინტერფეისი, პროგრამის დანიშნულება;
- ინსტრუმენტების პანელის მიმოხილვა;
- მარტივი ფიგურები (Rectangle Tool, Ellipse Tool), მათი პარამეტრები, დეფორმაცია;
- ფიგურების გარდაქმნა დეფორმირებად ფიგურად-წირებში (Convert to Curves). ფიგურების ტრანსფორმაცია;
- ინსტრუმენტების განხილვა: Shape tool, Knife, Crop, Eraser;
- პრაქტიკული მაგალითი (ჭიქის შექმნა, Master Card- ის ლოგოს შექმნა);
- ფიგურის ხელით ხატვა-Bazier, Freehand;
- დახატული ფიგურის ბოლოების შეერთება-Join Curves;
- მზა ფიგურების კოლექციები-Artistic Media, მათი ხატვა, დაშლა, ცალკეულ ფიგურებად გამოყენება;
- 3 Point Curves, ინსტრუმენტის დახმარებით გლობუსის ლოგოს შექმნა;
- Polygon, Star, პოლიგონის ფიგურის პარამეტრები, მისი გამოყენება ლოგოს შექმნის დროს, კიდეების მოგლუვება;
- Graph Paper -ცხრილის შექმნა, მისი გამოყენება ბუკლეტის შექმნისას, კონტურის ფორმის შეცვლა, დაშლა;
- მზა ფიგურები, მათში ფერის, მოზაიკის გრედნიეტის ჩასხმა, რედაქტირება;
- ფიგურების მოჭრა, შეერთება, გადაფარვა (Shaping);
- ფიგურების დაჯგუფება - დაშლა, კომბინირება- გახლეჩვა (Group, Combine);
- ფიგურაში ჩასხმული გრედიენტი -Itneractive Fill, ფერების ჩამატება, სტილების შერჩევა ფიგურაში ფერის ჩასხმა, ფერის შენახვა, ფერების კატალოგები;
- Text Tool- ტექსტების ფორმატირება, დაშლა, ეფექტები, დეფორმაცია, ჩრდილები, ფონტების სტილები, კონტურების სტილები, პრაქტიკული მაგალითები, ტექსტის გარშემოვლა ფიგურაზე;
- Insert Symbol Character- სიმბოლოების ჩასმა, რედაქტირება;
- Bland- ფიგურების გარდამავლობა, გადაქმნა;
- პრაქტიკული მაგალითი: მძივის შექმნა, Windows- ის ლოგოს შექმნა;
- Extrude- ფიგურის გარქმნა 3D ფიგურად, 3D ტექსტი;
- Trasperancy - ფიგურების გამჭირვალობა;
- სურათის შემოტანა და რედაქტირება- Import- Export;
- სურათის ფიგურაში ჩასმა, რედაქტირება- Power Clip;
- ფურცლის პარამეტრები, ზომის ერთეულები, სახაზავი, ბუკლეტის ზომები;
- ბუკლეტის, ფლაერის, ვიზიტკის შექმნა;
- ფაილის დასაბეჭდად მომზადება, ბეჭვდის პარამეტრები.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი.
კურსის ღირებულება: 200 ლარი.



ADOBE InDESIGN



ADOBE InDESIGN- ის კურსზე ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსს უძღვება სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, საქართველოს წამყვანი სარეკლამოო სააგენტოების მოქმედი დიზაინერი.

სასწავლო პროგრამა:

1. შესავალი, ახალი დოკუმენტის (სამუშაო ფაილის) შექმნა.
2. სამუშაო სივრცის შესწავლა/ათვისება.
3. გვერდების დალაგება (დაკაბადონება) - პირველი ნაბიჯები.
4. ტექსტთან მუშაობის ძირითადი პრინციპები.
5. გრაფიკული ელემენტების შექმნა - შემოტანა.
6. ტექსტის და გრაფიკის ეფეკტურად შეთავსების სხვადასხვა მეთოდები .
7. ტექსტური და გრაფიკული ეფეკტების გამოყენება.
8. გამჭირვალობა, ობიექტების ერთმანეთზე გადადებით მხატვრულუ ეფეკტების მიღება.
9. ტექსტთან მუშაობის მე-2 ეტაპი (პროფესიონალურ დონეზე).
10. Import/Export (სხვა Adobe-ს პროგრამებთან ინფორმაციის გაცვლის სისტემა).
11. მიღებული ცოდნით მინი ბროშურის დამზადება.
12. საბოლოო კორექტივების შეტანა და ფაილის საბეჭდად გამზადება.

კურსის ხანგრძლივობა 12 საათი.
კურსის გადასახადი შეადგენს: 140 ლარი (ინდ.), 120 ლარი (წყ.)

ADOBE ILLUSTRATOR


ADOBE  ILLUSTRATOR-- საბაზო:

- პროგრამის მიმოხილვა, ახალი სამუშაო ფურცლის გამოტანა;
- ფურცლის ზომების დაყენება, ფერის მოდელები RGB, CMYK;
- Artboard, Layers;
- ინსტრუმენტების პანელის მიმოხილვა;
- ფერთა პალიტრა, კონტურის სტილები;
- მარტივი ფიგურები Rectangle, Elipse, Poligon, პრაქტიკული: მარტივი ლოგოები;
- ფაილის შენახვა, შენახვის ტიპები; Jpg, Bmp, Tiff;
- ფიგურების დეფორმაცია, რედაქტირება- Direct Selection Tool;
- Pen Tool- კალმით ფიგურის შექმნა, ლოგოს ხატვა;
- Mash Tool – გრედიენტი მოცულობის ეფექტით;
- Patfinder- ფიგურების შეერთება, გადაკვეთა, მოჭრა;
- Align – Distribute ფიგურების ერთმანეთის მიმართ განლაგება და მანძილი;
- ტექსტის ფონტები, ეფექტები, ვერტიკალური ტექსტი, დეფორმაცია Warp;
- სურათის შემოტანა - Place;
- ფიგურაში სურათის ჩასმა Clipping Mask;
- შემოტანილი სურათის გადაყვანა ვექტორში Image Trace;
- ბიზნეს ქარდის შექმნა, სავიზიტო ბარათის შექმნა;
- დოკუმენტის მომზადება დასაბეჭდად;
- ფაილის შენახვა PDF და EPS ფორმატში.

კურსის ხანგრძლივობა 8 საათი.
კურსის ღირებულება: 140 ლარი



ADOBE  ILLUSTRATOR-პროფესიონალი:

- პროგრამის მიმოხილვა, ახალი სამუშაო ფურცლის გამოტანა;
- ფურცლის ზომების დაყენება, ფერის მოდელები RGB, CMYK;
- Artboard, Layers;
- ინსტრუმენტების პანელის მიმოხილვა;
- ფერთა პალიტრა, კონტურის სტილები;
- მარტივი ფიგურები Rectangle, Elipse, Poligon, პრაქტიკული: მარტივი ლოგოები;
- ფაილის შენახვა, შენახვის ტიპები; Jpg, Bmp, Tiff;
- ფიგურების დეფორმაცია, რედაქტირება- Direct Selection Tool;
- Pen Tool- კალმით ფიგურის შექმნა, ლოგოს ხატვა;
- მსგავსი ფერებით ფიგურების მონიშვნები;
- პრაქტიკული სამუშაო-ლოგოს შექმნა;
- გრედიენტის შექმნა და მისი სტილები;
- პრაქტიკული სამუშაო (ლოგო-ყავის ჭიქა);
- Mash Tool – გრედიენტი მოცულობის ეფექტით;
- პრაქტიკული სამუშაო (ბურგერის-ლოგოს შექმნა);
- ხატვა ფუნჯით-Paintbrush, Pencil;
- Patfinder- ფიგურების შეერთება, გადაკვეთა, მოჭრა;
- Align – Distribute ფიგურების ერთმანეთის მიმართ განლაგება და მანძილი;
- ფიგურები სტილები, მათი კატალოგები - Style;
- ფიგურების ეფექტები : Effect Gallery;
- ფიგურის ჩრდილი Drop Shadow;
- დიაგრამების ჩადგმა;
- 3D ფიგურების შექმნა Revolve;
- სიმბოლოები და სტილები;
- ტექსტის ფონტები, ეფექტები, ვერტიკალური ტექსტი, დეფორმაცია Warp;
- ტექსტის გარშემოვლა ფიგურაზე (პრაქტიკული ლოგო გარშემოვლილი ტექსტით);
- სურათის შემოტანა - Place;
- ფიგურაში სურათის ჩასმა Clipping Mask;
- შემოტანილი სურათის გადაყვანა ვექტორში Image Trace;
- პრაქტიკული სამუშაო : ფლაერის შექმნა;
- ბიზნეს ქარდის შექმნა, სავიზიტო ბარათის შექმნა;
- დოკუმენტის მომზადება დასაბეჭდად;
- ფაილის შენახვა PDF და EPS ფორმატში.

კურსის ხანგრძლივობა 12 საათი.
კურსის ღირებულება: 200 ლარი

3D-MAX

3DS Max - ეს პირველ რიგში არის სამგანზომილებიანი გრაფიკის შესაქმნელი და სარედაქტირებელი პროგრამა. სამგანზომილებიანი გრაფიკული პროგრამები ერთ-ერთი საინტერესოა თავისი შესაძლებლობებით, ასათვისებლად კი თავისებური სირთულეები ახასიათებს ზოგ შემთხვევაში. ასეთ პროგრამებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია 3ds max-ს. თავისი უნიკალური შესაძლებლობების გამო ამ პროგრამას უამრავი მომხმარებელი ჰყავს როგორც მოყვარულებში, ასევე პროფესიონალებში. ადამიანის მოღვაწეობის ძალიან ცოტა სფეროა დარჩენილი, რომელიც დაკავშირებულია სამგანზომილებიან გრაფიკასთან, სადაც ეს პროგრამა არ გამოიყენება. მას აქტიურად იყენებენ ფილმების და თამაშების შესაქმნელად, არქიტექტურაში და მშენებლობაში, მედიცინაში და ფიზიკაში, ფოტორეალისტური სურათების ან ავეჯის მოდელების შესაქმნელად, ასევე სხვა სფეროებში.

სასწავლო კურსი მოიცავს:

გაკვეთილი 1. ობიექტების აგება, რედაქტირება, სივრცეში გადაადგილება: ახალი ფაილის შექმნა; სამუშაო საზომი ერთეულების დაყენება. სტანდარტული ობიექტები, აგება და რედაქტირება: ტანდარტული ობიექტების აგება: კუბიკი, სფერო, პირამიდა და სხვა; ამ ობიექტების რედაქტირება: ზომის, ფერის და სხვ.; ობიექტების სივრცეში გადაადგილება, ტრიალი და მასშტაბირება; ურთიერთ სწორება, ობიექტის საკუთარი ცენტრის (Pivot point-იგივე ბრუნვის წერტილი) ცენტრიდან სივრცეში სხვა ადგილას გადატანა; ობიექტის ცენტრის (ბრუნვის წერტილის) გადაადგილების მნიშვნელობა მასშტაბირებისას ან დატრიალებისას.

გაკვეთილი 2. ფორმები (Shapes) და მათი აგება: ხაზი, ელიფსი, მართკუთხედი, ვარსკვლავი, ტექსტი; მათი ზომების რედაქტირება, ტრიალი და სხვ; ფორმის გადაქცევა წირებად (Spline), ბადედ(Mesh), Poly; სეგმენტების(Edge), სამართავი წერტილების (Vertex) და ზედაპირის (Polygon) რედაქტირება; სამართავი წერტილის (Vertex) სახეობის შეცვლა: რკალად/მონაკვეთად ან შერეულად; ფორმების გაერთიანება, დაყოფა.

გაკვეთილი 3. ფორმის რედაქტირება: ფორმის რედაქტირება წერტილი, სეგმენტი, ფორმა; ფორმის სეგმენტებზე სამართავი წერტილების დამატება/წაშლა; ფორმაში სეგმენტების დამატება/წაშლა, სეგმენტის ფორმის შეცვლა; მთლიანი ფორმის დეფორმირება სხვა ფორმებით გაჭრა, გაერთიანება, სარკისებრი შებრუნება და სხვა.

გაკვეთილი 4. ობიექტების ურთიერთგანლაგების ინსტრუმენტები: ერთსახოვანი ობიექტისგან/ობიექტებისგან მათი განმეორების გზით ამ ობიექტთა მასივის მიღება: გადაადგილებით, ტრიალით და სხვ.; ობიექტის გამრავლება და მოცემულ წირზე (ვექტორზე) თანაბარი ინტერვალებით განლაგება; სარკისებრი არეკვლა.

გაკვეთილი 5. ფორმისთვის მოდიფიკატორების განსაზღვრა: ფორმისთვის სხვადასხვა მოდიფიკატორის განსაზღვრა: ამობურცვა, მოღუნვა, ტრიალი, ზედაპირის გადაკვრა; ორი ფორმისგან ახალი (Loft) ფორმების ამოღება; მოდიფილატორების გამოყენებით რთული მოცულობითი ფიგურების შექმნა; მოდიფიკატორების გამორთვა და ჩართვა (რაც ფორმას მნიშვნელოვნად უცვლის ვიზუალურ მხარეს).

გაკვეთილი 6. დეფორმატორები: ლოფტ(Loft)ობიექტზე სხვადასხვა დეფორმატორების გამოყენება; დეფორმატორების ფანჯარა, ინსტრუმენტები, ობიექტის დეფორმციის გზები.

გაკვეთილი 7. რთული ობიექტები აგება და რედაქტირება: რთული ობიექტების შექმნა-რედაქტირება; მათზე Boolean ოპერაციის გამოყენება: ორი ობიექტის გამთლიანება, ურთიერთჩამოჭრა; ობიექტისთვის სეგმენტების დამატება; სეგმენტების შემდგომი გამოყენება.

გაკვეთილი 8. განათება: განათების წყაროს შერჩევა, მათ შორის განსხვავებები; განათების/განათებების დაყენება სცენაში; განათების პარამეტრების დაყენება; განათებიდან სცენის ობიექტის ან ობიექტების გამორიცხვა/აღდგენა (გამორიცხულ ობიექტებს სინათლე აღარ დაეცემა); განათების წყაროსთვის გრაფიკული რუქის დაყენება (მივიღებთ პროექტორის ეფექტს მაგალითად: სახლის ნაწილზე გამოჩნდეს ოდნავი სიმუქე(ღრუბლის ჩრდილი ან ხის ფოთლების ჩრდილი).

გაკვეთილი 9. ჩრდილი: ჩრდილის ჩართვა/გამორთვა, ჩრდილის პარამეტრები: სიმუქე, სიმკვეთრე და სხვ.; ჩრდილის რუქა: კონკრეტული ობიექტის არასტანდარტული ჩრდილი (მსგავსი ღრუბლების ჩრდილისა).

გაკვეთილი 10. კამერები: კამერების დაყენება სცენაში; მათი სახეობები, განსხვავებები; ლინზის ზომის და სხვა პარამეტრების დაყენება; კამერის ჩართვა/გამორთვა; კამერის სწორება ხედის(Viewport) მიმართ.

გაკვეთილი 11. ობიექტების მონიშვნა: მონიშვნის ინსტრუმენტები; მონიშვნა სხვადასხვა საშუალებით; მონიშნულ ობიექტთა ჯგუფის შენახვა სახელით; მოსანიშნ ობიექტთა ფილტრაცია მათი ტიპიების მიხედვით.

გაკვეთილი 12. მატერიალები: ობიექტზე მატერიალების (ტექსტურების) დადება; Material Editor ფანჯრის განხილვა; მატერიალის ამორჩევა, მისთვის ზომისა და განმეორებლობის მიმართულების მიცემა; მატერიალის მიხედვით ობიექტისთვის ბარელიეფის, სიპრიალი, არეკვლის და სხვა მიცემა; მომხმარებლის მიერ დახატული ატერიალის ან ფოტორ შემოტანა და ობიექტზე გადაკვრა; დამხმარე მატერიალები (ასრულებენ ტექნიკურ ნაწილა, ვიზუალურად არ ჩანან).

გაკვეთილი 13. Loft ობიექტზე მატერიალის დადება: ლოფტ ობიეტებზე მატერიალის გადაკვრა; მატერიალის ზომისა და განმეორებადობის მართვა; ლოფტ ობიექტზე მატერიალის დატრიალება სასურველი კუთხით.

გაკვეთილი 14. ანიმაციის საფუძვლები მოკლე მიმოხილვა: ანიმაციის ძირითადი ასპექტები; დროის შკალის რედაქტირება (ანიმაციის ხანგძლივობის შეცვლა); საკვანძო კადრების დაფიქსირება Key Frames; ამ კადრების რედაქტირება: გადაადგილება, კოპირება, წაშლა და სხვ.; 2 ან მეტი ობიექტის ერთმანეთზე მიბმა/განცალკევება.

გაკვეთილი 15. რენდერი. ანიმაციის ჩაწერა ან სცენისთვის ფოტოსურათის გადაღება: რენდერის ფანჯარის განხილვა; დასარანდერებელი ხედის (Viewport) შერჩევა, ანიმაციის დასარენდებელი დროის მითითება, კადრის ზომის, ფორმატის, სარენდერო ძრავის, ფაილის შენახვის ადგილის და სხვა მითითება.

ანიმაციის ნაწილი შეისწავლება მხოლოდ საწყის დონეზე.

კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 300 ლარი.

<>

AutoCAD-ის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე

ელექტრონული დაპროექტების სისტემა AutoCAD გამოიყენება მრავალფეროვანი სამშენებლო პროექტების შესაქმნელად. კურსის ხელმძღვანელად მოწვეულია მაღალკვალიფიციური პედაგოგი, გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციების დიპლომირებული სპეციალისტი.

სწავლების კურსი მოიცავს:

1. პროგრამის ინტერფეისი
2. სამუშაო დაფის ფერის შეცვლა, ერთეულის შერჩევა
3. საკუთარი შაბლონის შექმნა
4. დამატებითი ბრაძანებების ჩასმა ძირითად მენიუში More Commands
5. ბადე და მისი ზომების რეგულირება
6. მიბმები – Object Snap და მისი თვისებები
7. ინსტრუმენტების დეტალური განხილვა Line, Polyline,Rectangle, Move, Mirror, Copy, Scale, Offset და ა.შ
8. ხაზის ფერები, სტილები, სისქეები
9. დაშტრიხვა - Hatch
10. Array – სიმეტრიული გადამრავლება
11. ფენები – Layers
2. ტექსტის სტილების შექმნა - Text Style
13. ზომის სტილების შექმნა – Dimension Style
14. Leaders და მისი სტილების შექმნა
15. Tables -ცხრილები და მისი სტილების შექმნა
16. ჩარჩოსა და შტამპის შექმნა
17. გეომეტრიული დეტალის ხაზვა
18. მრავალსართულიანი შენობის გეგმის დახაზვა
19. სამზარეულოს კარადის დახაზვა
20. ფასადის დახაზვა
21. Block – ბლოკები
22. Tool Palites და მასში არსებული ბლოკების გამოყენება
23. Designcenter და მისი საშუალებით ბლოკების, ტექსტისა და ზომის სტილების შემოტანა გარედან
24. Layout და მასზე ნახაზის განლაგება მასშტაბით
25. Model განყოფილებაში ნახაზის გამზადება ამოსაბეჭდად
26. დინამიური ბლოკები
27. Define Attributes ატრიბუტები და მათი გამოყენება ბლოკებში
28. ანოტაციური ობიექტები და მასშტაბები
29. 3დ ინსტრუმენტების სრული განხილვა
30. 3დ ინსტრუმენტებით რთული ობიექტების შექმნა
31. მრავალსართულიანი შენობის ამოწევა მოცულობაში
32. 3დ ჭრილები
33. ახალი ხედების შექმნა – Camera
34. ტექსტურის დადება ობიექტებზე
35. განათების შემოტანა
36. რენდერი
37. Mesh, Surface


კურსის ხანგრძლივობა 10 გაკვ. გაკვ. ხანგრძლივობა 1-1,5 სთ.
კურსის ღირებულება 250 ლარი.

ArchiADის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე.

კურსი განკუთვნილია არქიტექტორების, დიზაინერებისა და სტუდენტებისთვის. კურსის ხელმძღვანელად მოწვეულია მაღალკვალიფიციური პედაგოგი, გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციების დიპლომირებული სპეციალისტი.

სასწავლო კურსი მოიცავს:

1. ფაილის და სამუშაო გარემოს შექმნა, სახაზავი ინსტრუმენტები გამოყენება: ახალი ფაილის შექმნა;სამუშაო გარემოს მოწყობა: ბადის უჯრედების ზომის, დახრილობის კუთხის, ხაზების ფერის, ფონის ფერის და სხვა დაყენება; სახაზავი ინსტრუმენტის (მაგ: კალმის) სისქის და ფერის განსაზღვრა; ხაზების სახეობები: მომხმარებლის მიერ ახალი ვარიანტის შექმნა/წაშლა.

2. სახაზავი ინსტრუმენტები და ხაზვა: სახაზავი ინსტრუმენტები: ხაზი, მართკუთხედი, ელიფსი, მრავალკუთხედი, სპლაინი; ამ ინსტრუმენტთა პარამეტრების შეცვლა, მათი დამატებითი ფუნქციების გამოყენება, მათი მასშტაბირება.

3. პროექტის მოცულობითი ელემენტების ასაგები ინსტრუმენტები ArchiCAD-ის ელემენტების ასაგები ინსტრუმენტები, მათი თავისებურებანი და გამოყენების სფეროები; კედლების ასაგები ინსტრუმენტი, ფანჯრის, კოლონის, კარის, კიბის სახურავის და სხვა ასაგები ინსტრუმენტები.

4. ტექსტურები: პროექტის სხვადასხვა იბიექტებისთვის მატერიალების (ტექსტურების) დადება; მომხმარებლის მიერ შექმნილი ტექსტურის ArchiCAD-ში შემოტანა და პროექტის ანათუიმ ობიექტზე დადება; ტექსტურის რედაქტირება.

5. პროექტის 3-განზომილებიან (3d) ხედში გადატანა და იქ რედაქტირება: ArchCAD-ის 3-განზომილებიანი ფანჯარა; ამ ფანჯარაში არსებული ინსტრუმენტების დანიშნულება; პროექტის რედაქტირება პირდაპირ 3-განზომილებიან ხედში; მზერის წერტილის, განათების და სხვა შეცვლა; ამ ფანჯრიდან ფოტოსურათის (ფოტორენდერის) გადაღება და შენახვა, სხვა 3-განზომილებიანი (3d’s max, AutoCAD) პროგრამებისთვის გაექსპორტება.

6. GDL ობიექტების შექმნა: GDL ობიექტის, ანუ მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ფორმის შექმნა; უკვე შექმნილი GDL ობიექტის პროექტში შემოტანა და მასშტაბირება; GDL ობიექტის სხვა 3-განზომილებიანი პროგრამისთვისშენახვა.

7. სხვა ინსტრუმენტები: იატაკის, დაშტრიხვის, ტერასის ასაგები ინსტრუმენტები;ფართობის გამოთვლის ინსტრუმენტი;ინტერიერში საყოფაცხოვრებო ნივთების ჩასასმელი ინსტრუმენტი, განათების (ნათურა, ჭაღი....), ავეჯის და ა.შ.;ნახაზში ფოტოს შემოტანა.

8. სართულები: პროექტში სართულების დამაება; სართულთა შორის ობიექტების გადატანა-დაკოპირება; სართულის წაშლა.

9. ობიექტთა სამანიპულაციო საშუალებები: ობიექტების გადაადგილება, აწევა, დატრიალება, სარკისებრი არეკვლა, გამრავლება.

10. გადახურვა: სახურავის სახეობის შერჩევა; რთული და მარტივი გადახურვები.

11. ზომები: ნახაზზე ზომების დატანა; ზომების გამოსახვის ფორმატების შეცვლა; ზომის ერთეულის შერჩევა.

12. დაბეჭდვა: პროექტის საბეჭდად მომზადება (Layout)-ზე დასმა; პლოტერი ან პრინტერის ამორჩევა; PDF ან PostScript ფორმატში შენახვა ან დაბეჭდვა.


კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვ. გაკვ. ხანგრძლივობა 1-1,5 სთ.
კურსის ღირებულება: 250 ლარი.






ვებ-დიზაინი HTML, CSSის გამოყენებით

კურსის მიზანი: HTML, CSS ტექნოლოგიების საფუძვლიანი და სრულყოფილ შესწავლა.
კურსის გავლის წინაპირობა: კომპიუტერული უნარების ელემენტარული ფლობა.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • HTML-ის ძირითადი ტეგები.  HTML დოკუმენტის სტრუქტურა.  HTML დოკუმენტის შექმნა Dreamweaver პროგრამული პაკეტის  გამოყენებით.
  • ტექსტისა და აბზაცის ფორმატირების HTML ტეგები. მორბენალი სტრიქონი.
  • სიების ფორმატირება, მარკირებული სიები, გადანომრილი სიები, განმარტებითი სიები.
  • ცხრილების ფორმირება HTML დოკუმენტში. ცხრილების მეშვეობით ვებ გვერდის განაწილების სტრუქტურა.
  • გრაფიკული ობიექტების ჩასმა HTML დოკუმენტში. აუდიო html-ში. HTML-ის საშუალებით ვებ გვერდის აწყობა.
  • ვებ-გვერდზე CSS სტილების დამატების მეთოდები. სტილების და კლასების გამოყენება HTML დოკუმენტის ელემენტთათვის. CSS-ის საშუალებით ტექსტის ფორმატირება. CSS - ის საშუალებით html ობიექტის ფონის ვიზუალური მართვა.
  • CSS-ის დეკორატიული შესაძლებლობანი: ჩარჩოებისა და დაშორებების ფორმირება.  ვებ-გვერდზე ელემენტის მდებარეობის განსაზღვრა CSS-ის დახმარებით.
  •  ელემენტის მოდელის მართვა CSS-ის საშუალებით. CSS-ის საშუალებით მენიუების აწყობა.
  •  ვერტიკალური და  ჰორიზონტალური მრავალდონიანი მენიუების აწყობა.
  • მრავალდონიანი შერეული ტიპის მენიუს აწყობა.
  • Div ტეგების საშუალებით საიტის სტრუქტურის განაწილება.
  • TML – CSS საშუალებით საიტის აწყობა დინამიკაში და ჰოსტინგზე განთავსება.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი.
კურსის ღირებულება: 200 ლარი (ინდივიდუალური)

ვებ პროგრამირება:  JavaScript – jQuery

კურსის მიზანი:  JavaScript  - jQuery ტექნოლოგიის  შესწავლა და პრაქტიკული გამოყენება საიტების აგების პროცესში.
კურსის გავლის წინაპირობა:  HTML, CSS ტექნოლოგიის სრულყოფილი ცოდნა.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • JavaScript ტექნოლოგიის შესავალი, JavaScript -  როგორც ვებ დაპროგრამების საშუალება. ცვლადების განსაზღვრა, ცვლადების ტიპები. მოქმედებები ცვლადებზე.
  • მათემატიკურ და ტექსტურ ცვლადებზე სამუშაო ფუნქციები. ტექსტური ფუნქციები.
  • პირობითი ოპერატორი, ციკლის პირობითი და უპირობო ოპერატორები JavaScript-ში.
  • მასივები, მასივებთან სამუშაო ფუნქციები და ციკლები.
  • დიალოგური ფანჯრები, დროსთან სამუშაო ფუნქციები.
  • მომხამრებლის მიერ ფუნქციების განსაზღვრა. ფუნქციებთან მუშაობა.
  • ვებ გვერდის ობიექტებთან სამუშაო getElementsByTagName(), getElementByID(), innerHTM ძირითადი ფუნქციები და მათი გამოყენება.
  • მარტივი ტიპის ონლაინ კალენდრის გაკეთება.
  • HTML ობიექტზე მაუსის ქმედების შედეგად მოვლენების განხილვა. კლავიატურის ღილაკებზე დაჭერის შედეგად მოვლენების განხილვა.
  • HTML დოკუმენტის ფანჯრებთან სამუშაო ფუნქციების და მათი გამოყენება.
  • ფორმებთან მუშაობა. ფორმებიდან მიღებული ინფრომარციის დამუშავება.
  • მომხმარებლის ობიექტის შემქნა, ობიექტებთან მუშაობა.
  • jQuery-ის შესავალი, HTML დოკუმენტში HTML ობიექტების ამორჩევის სისტემა. მეტი ვიდრე უბრალოდ JavaScript კოდი.
  • HTML ობიექტებთან სამუშაო ფუნქციების  და ობიექტების შექმნა, სლაიდერების შექმნის საფუძვლები. jQuery ტექნოლოგიის საშუალებით კლასების შექმნა და წაშლა. HTML ობიექტის მართვა და დიზაინი.
  • ფორმებთან მუშაობა jQuery ტექნოლოგიის საშუალებით. ფორმების მართვის სისტემა.
  • მარტივი ტიპის სლაიდერის აგება და მისი ლოგიკა.
  • მრავალდონიანი JavaScript – jQuery მენიუს აწყობა და განთავსება საიტზე.
  • ფოტოების დამუშავება, ფოტობის ზომის ცვლილება დაქლიქების მომენტში, ეფექტური ფოტო გალერიის შექმნა.

 

კურსის  ხანგრძლივობა: (18 საათი, 1,5 თვე)
კურსის ღირებულება: 300 ლარი   (ერთი თვე 200 ლარი)  

ვებ პროგრამირება: PHP-MySQL

კურსის მიზანი: PHP ვებ-დაპროგრამების ტექნოლოგიების საფუძვლიანი და სრულყოფილი შესწავლა. MySQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობა. ბაზების დაპროექტება. ბაზებთან წვდომა. PHP-MySQL მონაცემთა ბაზებთან  მუშაობის უნარების ჩამოყალიბება.
კურსის გავლის წინაპირობა: HTML, CSS ტექნოლოგიის სრულყოფილი ცოდნა.


  • ვებ პროგრამირების შესავალი, PHP ენის დანიშნულება. PHP ენის შესავალი. ცვლადების განსაზღვრა.  შედარების ოპერატორები.
  • ლოგიკური ოპერატორები.  პირობითი და უპირობო ციკლები.
  • მათემატიკურ და ტექსტურ ცვლადებთან სამუშაო ფუნქციები.
  • მასივები.დინამიური მასივები.  მასივებთან სამუშაო ციკლები.
  • მასივებთან სამუშაო ფუნქციები.
  • მრავალგანზომილებიანი მასივები, ასოციატიური მასივები.
  • PHP ენაში ფუნქციები და მათი აღწერა.  ფუნქციების გამოყენება.
  • დროსთან სამუშაო ფუნქციების გამოყენება.
  • ფაილებთან და კატალოგებთან მუშაობის შესავალი.
  • ფაილებთან და კატალოგებთან სამუშაო ფუნქციები და მათი გამოყენება. ფაილში საძიებო სისტემის შექმნა.
  • FILES[] მეთოდის გამოყენება, ფაილის ატვირთვა სერვერზე. ფაილების ატვირთვის მართვის სისტემა.
  • CGI ფორმები.  ფორმების ელემენტები,  ფორმის ველებიდან ინფორმაციის გაგზავნის მეთოდები. POST[] მეთოდი. მომუშავე ფაილის ცნება.
  • phpmyadmin-ის მიმოხილვა, MySQL  მონაცემთა ბაზა.
  • PHP-ის კავშირი მონაცემთა ბაზებთან,  SELECT მოთხოვნა.
  • GET[] მეთოდი, მეთოდის გამოყენებით მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის შერჩევითი წამოღების პრინციპები..
  • INSERT მოთხოვნა.  მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ჩაწერა.
  • UPDATE, DELETE მოთხოვნა. მონაცემთა ბაზაში ინფრორმაციის შეცვლა და წაშლა.
  • სესიების გამოყენება, SESSION[] მეთოდი. მომხმარებლის აქაუნთის შექმნის პრინციპები.
  • გრაფიკული ფუნქციების განხილვა, გრაფიკა PHP-ში.
  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება, კლასები, კლასის მეთოდები, ველები და თვისებები.
  •  include() ფუნქციის გამოყენება.  მარტივი HTML, CSS, PHP-MYSQL საიტის აწყობა.
  • საიტის აწყობასთან დაკავშირებული ლოგიკური და ფიზიკური რგოლები.
  • საიტის ჰოსტინგზე განთავსება, ჰოსტინგის მიმოხილვა. MySQL ბაზების გადაცემა და მიღება.
  • Mail() ფუნქციის გამოყენება და მასთან დაკავშირებული ფუნქციები.

კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი, 2 თვე.
კურსის ღირებულება: 400 ლარი (ინდივიდუალური).

კომპიუტერის ტექნიკური და სისიტემური ადმინისტრირება (IT ინჟინერია)




გამოიყენე შანსი! IT ინჟინერიის კურსში შეისწავლით კომპიუტერის, ნოუთბუქის- როგორც ტექნიკურ, ასევე პროგრამულ მხარეს (HardWare -SoftWare): ლექციები მიმდინარეობს კეთილმოწყობილ სასწავლო ცენტრში მარტივ და გასაგებ ენაზე, კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად შეძლოს პროფესიონალურ დონეზე:

-კომპიუტერის დიაგნოსტიკა, შეკეთება, დაშლა – აწყობა, გაძლიერება
-ოპერაციული სისტემების, დრაივერების და დამატებითი პროგრამების მოძიება დაინსტალირება და ა.შ.
-განხილული იქნება სხვადასხვა მოდიფიკაციის კომპიუტერები (საოფისე, სათამაშო (Gaming), გრაფიკული პროგრამებისათვის და სხვა.
-ასევე კურსში განხილულია ის საკითხები რომლებიც შესულია სხვადასხვა სამსახურების საგამოცდო ტესტებში მსგავს პოზიციაზე მისაღებად.



I მოდული:
HARDWARE კომპიუტერის მოწყობილობები
II მოდული:
SOFTWARE პროგრამული უზრუნველყოფა
-შესავალი; ისტორიული ექსკურსი IBM, APPLE;
-კომპიუტერის აგებულება, მახასიათებლები, სტანდარტები;
-კომპიუტერის ყველა თაობის და ყველა კომპონენტის დეტალური განხილვა:
1. დედაპლატა (motherboard) - ფორმფაქტორები, სოკეტები, ჩიფსეტები, გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა, პორტები და კაბელები, კონდენსატორები, ტრანზისტორები
2. პროცესორი (cpu) - intel, Amd, სოკეტები, ქეშმეხსიერება, PGA-LGA
3. ოპერატიული მეხსიერება (ram) -DDR1, DDR2, DDR3, DDR4
4. მყარი დისკი (ვინჩესტერი)-HDD, SSD, SSHD
5. ვიდეო კარტა (svga)-NVIDEA- ATI RADEON
6. დისკ-წამკითხი (ODD-BLUREY)
7. კვების ბლოკი (power syplly)
8. გამაგრილებელი (cooler)
9. ქსელის ბარათი (LAN CARD)
10. ხმის ბარათი (SOUND CARD)
11. მაკავშირებლები (connector) -IDE-SATA
12. hirens boot cd-ტესტირება

ტესტირება.
პრაქტიკული სავარიშო: კომპიუტერის (ნოუთბუქის ) დაშლა-აწყობა.
-ოპერაციული სისტემა WINDOWS: XP/Vista/Win-7, Win-8, Win-10 ინსტალაცია
-ფაილური სი სტემების (FAT, NTFS) მიმოხილვა
- დრაივერები, სამომხმარებლო პროგრამების მოძიება, გადმოწერა და ინსტალაცია;
-მოწყობილობების მართვა (Device meneger)
-Windows-ის შესწავლა, კლონირება, ბექაფი, დაარქივება და აღდგენა. ბიოსი. Acronix, hirens booct
-Run, Cmd, Mmc, Msconfig, რეესტრი, სერვისები, პროცესები, ოპტიმიზაცია, უტილიტები.
-დაზიანებული და დაკარგული ინფორმაციის აღდგენა.
-პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერ, სკანერი და სხვა)გამართვა.







ტესტირება.
პრაქტიკული სავარიშო: პროგრამების და დრაივერების ინსტალაცია
III მოდული:
NETWORK - ქსელისგამართვა
IV მოდული:
კიბერუსაფრთხოება
-ქსელის მიმოხილვა, მონაცემთა გადაცემა ქსელში
-კომპიუტერის ქსელშიჩართვა. ქსელის კონტროლერი. ქსელის პარამეტრები
-სამონტაჟე ინსტრუმენტები, კაბელების სტანდარტები, შერჩევის წესი;
-ქსელის გაყვანა, გაყოფა.
-კაბელზე ჯეკის დასმა, ტესტირება
-ქსელის პროტოკოლები და ტოპოლოგიები, OSI და TCP/IP დონეები
-IP , IPv4, IPv6 ქსელების დამისამართება და ქვექსელების შექმნა (Subnetting)
-ქსელური აპარატურა, კონცენტრატორი, მარშრუტიზატორი (Router) და კომუტატორი.
-ქსელის-უსაფრთხოება
-Cisco Packet Tracer Instructor-ის მუშაობა და კონფიგურაცია
-ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა



ტესტირება.
პრაქტიკული სავარიშო

-windows ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაცია (account) და მათი უფლებების კონფიგურაცია; პრივილეგიები, შეზღუდვები; ინფორმაციის დაცვა.
-საქაღალდეების, გარე მოწყობილობების გაზიარება ქსელში და მათზე წვდომის კონტროლი
- MS Office ფაილების უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა შიფრაციის დახმარებით, BitLocker პროგრამის გამოყენება;
-კრიპტოგრაფიული პროგრამის PGP-ისგანხილვა;
-გავრცელებული ვირუსები და თავდაცვის გზები, ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
-ფაიერვოლის კონფიგურირება
-მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა და აღდგენა backup and recovery

ტესტირება.
პრაქტიკული სავარიშო




კურსის ხანგრძლივობა: 25 საათი
კურსის ღირებულება: 200 ლარი (ჯგ), 250 ლარი (წყ), 300 ლარი (ინდივიდ)
სურვილისამებრ შესაძლებელია ცალ-ცალკე მოდულების გავლა.



ორისი და სუპერფინი. აღნიშნული კურსის გავლა შეუძლიათ მსმენელიბს რომელთაც გავლილი აქვთ ბუღალტერიის თეორიული კურსი და ასევე პრექტიკულად მომუშავე ბუღალტრებს.

ORIS (ორისი) არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის

გამოიყენეთ შანსი! ჩვენთან კურსს უძღვება ორისის სპეციალისტი, მოქმედი ბუღალტერი, მარინა შაიაშვილი. გაიზიარეთ მისი ცოდნა და გახდით პროფესიონალი.

თქვენ ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ ბუღალტრისთვის აუცილებელ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე.

პრაქტიკული თრენინგ კურსი ინტერაქტიული ფორმატისაა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხდება თქვენთვის ყველა გაუგებარი საკითხის დეტალური განხილვა, ამოცანებისა და სავარჯიშოების დახმარებით მასალის ათვისების შემოწმება.

ამ კურსის გასავლელად გჭირდებათ მინიმალური ცოდნა ბუღალტერიაში.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

- პროგრამის გაშვება, ახალი ორგანიზაციის შექმნა, პაროლის დაყენება.
მენიუს ღილაკები და ფუნქციები. სწრაფი კლავიშები.
- ანგარიშთა გეგმა. ანგარიშთა გეგმის ხის შეკუმშვა და გაშლა. ქვეანგარიშის დამატება.
- საწყისი ნაშთი.
- საოპერაციო და ანალიზური პერიოდის დაყენება.
- საბუღალტრო გატარებები.
- სადებეტო ანგარიში.
- ანგარიშების დათვალიერება. კორექტირება, წაშლა.
- სასაქონლო ანგარიშების შექმნა. ინდივიდუალური სასაქონლო ბარათების შექმნა, საქონლის გაცემა.
- მუშაობა ორგანიზაციასთან: ორგანიზაციის სახეობის ანგარიშები. საგადასახადო დავალება.
- ანგარიშთა სახმობების გამოყენება.
- ხელფასი: კადრების დამატება, მონაცემთა შეტანა თანამშრომელზე. დარიცხული ხელფასი, ბიულეტინი, შვებულება, ხელშეკრულება. ხელფასის დაანგარიშება.
- ძირითადი საშუალებები: ძირითადი საშუალებების ბარათის დამატება. ცვეთის დარიცხვა, საბალანსო ღირებულება.
- აწყობილი სამეურნეო ორგანიზაციები: სამეურნეო ოპერაციათა აწყობა და გადაკეთება.
- ანგარიშგებები: დეკლარაციები, საცდელი ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულის მოძრაობა.
- ვალუტა და პროექტები: ვალუტის კურსის დაფიქსირება. გატარებები სხვადასხვა დაფინანსების წყაროს მქონე პროექტებისთვის.
- სისტემის პარამეტრები და მომხმარებლები. ასლის შენახვა და აღდგენა.
- გატარებების ფანჯრის დამატებითი ღილაკები: ოპერაციის დამატება. ძებნა. ფილტრი. დალაგება. მონაცემების ექსპორტი-იმპორტი. მემორიალები.

ყველა განხილული საკითხის განმტკიცება ხდება პრაქტიკული სავარჯიშოების ამოხსნით.

თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ ორისი-ს სავტორო სახელმძღვაბელო.

კურსის ხანგრძლივობა: 10 გავეთილი.
კურსის ღირებულება: 100 ლარი (წყ./ჯგ.); 120 ლარი (ინდივიდუალური).


ORIS (ორისი) საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის.

კურსი ითვალისწინებს საბუღალტრო პროგრამა "Oris" სწავლებას კონკრეტული საბიუჯეტო ორგანიზაციის საბუღალტრო დოკუმენტაციის მაგალითზე.

კურსის ხანგრძლივობა: 8 გავეთილი.
კურსის ღირებულება: 100 ლარი (წყ./ჯგ.); 120 ლარი (ინდივიდუალური).

სუპერფინი

10-გაკვეთილი, მეცადინება კვირაში სამჯერ. ხანგრძლივობა 1 საათი. კურსის სასწავლო გადასახადი 100 ლარი (ჯგ), 120 ლარი ინდ/წყვ.