სასწავლო ცენტრი აიელსი გთავაზობთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს

კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი 6 თვიანი/1-წლიანი პროფესიული კურსი




კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე ოფისის თანამშრომელს გაუჭირდება სრულყოფილად და პროფესიონალურად გაუმკლავდეს დაკისრებულ ვალდებულებებს. აიელსი გთავაზობთ 6-თვიან და 1-წლიან კომპიუტერულ კურსებს.

კურსები მოიცავს როგორც საოფისე პროგრამებს, ასევე სადიზაინერო და ვებ-დიზაინის მიმართულებებს.

კურსის ფარგლებში ისწავლება:

1. საოფისე პროგრამები: გაძლიერებული MS Windows, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, Ms Outlook, Internet, E-Mail, პრინტერთან, სკანერთან, ქსეროქსთან მუშაობა
2. გრაფიკული პროგრამა ქორელი (CorelDRAW)
3. გრაფიკული პროგრამა ფოტოშოპი (Photoshop)
4. გრაფიკული პროგრამა 3დე (3Ds Max)
5. ვებ-დიზაინი HTML, CSS-ის გამოყენებით
6. ვებ-პროგრამირება PHP-MySQL, JavaScript – jQuery-ის გამოყენებთ
7. IT-ინჟინერია


კურსის დასრულების შემდეგ თქვენ იქნებით საოფისე და გრაფიკული პროგრამების თავდაჯერებული მომხმარებელი. თქვენ შეძლებთ:

  • ტექსტებთან მუშაობას (წერილები, ბრძანებები, სარეკლამო ტექსტები, მხატვრული პროზა, პოეზია), მათ მხატვრულ გაფორმებას და ეფექტურ ორგანიზებას;
  • მრავალეროვანი გრაფიკების აგებას ვიზუალური ეფექტების გამოყენებით;
  • ნებისმიერი სირთულის შესავსები ფორმების დიზაინს (რეზიუმე, ორდერი, ინვოისი, ანკეტა, ზედნადები, დროის განაწილების ცხრილები, საანგარიშგებო ფორმები და სხვა);
  • კონკრეტულ საქმიანობაზე მორგებული მონაცემთა ბაზების შექმნას (თანამშრომელთა პირადი მონაცემები, გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალი ფასების, ვადების და რაოდენობის ავტომატური დათვლით და სხვა) და მონაცემების მართვასთან, მოძიებასთან, ავტომატურ გამოთვლებთან დაკავშირებული საკითხების მარტივი ხერხით გადაჭრას;
  • ილუსტრირებული და ეფექტური "პრეზენტაციების" მომზადებას ხმოვანი ეფექტებით;
  • ლოგოების, სავიზიტო ბარათების, ფლაერების, სარეკლამო მასალების დიზაინს;
  • აქციების, გასაყიდი პროდუქციის სარეკლამო იმიჯების შექმნას შესაბამისი ტექსტით და მათ განთავსებას ფეისბუქის გვერდზე;
  • 3-დე მოდელირებას;
  • ვებ-გვერდს აწყობას და მართვას;
  • კომპიუტერის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლებემის აღმოფხვრას (დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოჩენა, windows-ის გადაყენება, პროგრამების ინსტალაცია და ა.შ.)


    კურსის  ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
    კურსის ღირებულება: 1440 ლარი. ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით.