ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი:

ისწავლეთ ინგლისური ენა კიდევ უფრო დაბალ ფასად!
გთავაზობთ საგაზაფხულო 15%-იან ფასადკლებას ინგლისური ენის კურსებზე.



სასწავლო ცენტრმა ILC ბიზნეს-ინგლისურის მასწავლებლად მოიწვია პროფესიონალი პედაგოგი. ჩვენს პედაგოგს მიღებული აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება; მუშაობს სულხან–საბა ორბელიანისა და ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინგლისური ენის პედაგოგად,დიდ ათეულში შემავალი საერთაშორისო ბიზნეს კომპანიის ადმინისტრაციის უფროს სპეციალისტად, ელჩის თანაშემწედ, ქვეყნის ცენტრალური საფინანსო ინსტიტუტის საერთაშორისო ფინანსების განყოფილების წამყვან სპეციალისტად.
მისი მრავალფეროვანი განათლება საშუალებას აძლევს მას გამოიყენოს თავისი მრავალმხრივი გამოცდილება ენის შემსწავლელებთან მუშაობის პროცესში. შესაბამისად მას შეუძლია ეფექტურად შეასწავლოს ზოგადი ინგლისური ენა ნებისმირ მსურველს, ასევე ბიზნეს ინგლისური. ბიზნეს ინგლისურის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს ბიზნეს გარემოში, ეწევა ბიზნესს და სჭირდება ინგლისურ ენაზე გამართული და თავდაჯერებული კომუნიკაცია, ასევე ბიზნეს ინგლისურით დაინტერესებული პირებისთვის; სასწავლო მასალები შერჩეულია სპეციალიზირებული ბიზნეს გამოცემებიდან და სხვა ორიგინალური წყაროებიდან. თქვენ შეიძენთ: საკომუნიკაციო უნარებს ბიზნესის სფეროში, თავისუფლად მეტყველების უნარს, ბიზნეს-ლექსიკას, ბიზნეს-მიმოწერას, რეფერირებას, სხვადასხვა საოფისე დოკუმენტებზე მუშაობას. ინგლისურის ეფექტურად გამოყენების სტრატეგია სხვადასვა ბიზნეს სიტუაციაში – პრეზენტაცია, შეხვედრა, მოლაპარაკება, სატელეფონო საუბარი.

გაკვეთილები ტარდება კვირაში 2–ჯერ ან 3-ჯერ, ჯგუფში მიღება ტესტირებით. აუცილებელია ამ კურსის მსმენელი ფლობდეს ინგლისურ ენას Upper-Intermediate დონეზე (V). თუ ენის ფლობა V დონეზე დაბალია, მიმდინარეობს ენის სათანადო დონემდე მიყვანა და შემდეგ გადასვლა სასურველ პროგრამაზე. ცენტრში ყველა პირობაა, რაც წარმატებული სწავლებისთვის აუცილებელია.

ისნის სასწავლო ცენტრი, ინგლისური ენის სწავლის ნებისმიერი დონის და ასაკის მსურველებს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს, კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით.

სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით თანამედროვე სასწავლო და მეთოდური მასალების, აუდიო ტექნიკის გამოყენებით, რომლის საშუალებით მსმენელი ყოველდღიურად გაიუმჯობესებს წერის, კითხვის, საუბრის და სმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებთ ლექსიკას, გამოთქმას, ინტონაციას, გრამატიკის ცოდნას, შეიძენს პრაქტიკულ და საჭირო სიტყვათა მარაგს. მეცადინეობა წარმოებს ჯგუფში, წყვილებში ან ინდივიდუალურად. ძირითადი სახელმძღვანელოების გარდა მსმენელებს გარკვეულ დონეზე ეძლევათ დამატებითი ლიტერატურა.

ILC-ში ჩარიცხვის წესი და სწავლების დონეები:

პირველ რიგში გაეცნობით სასწავლო ცენტრის პირობებს, შემდეგ შეავსებთ განცხადის ფორმას. ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხებით შესაბამის დონის ჯგუფში. ჯგუფი შედგება 3-5 მსმენელისაგან.

გთავაზობთ სწავლების სხვადასხვა დონეს:

  • Beginner
  • Elemenrary
  • Pre-intermediate
  • Intermediate
  • Upper intermediate
  • Pre - Advanced
  • Advanced
  • Post-Advanced

ყოველი დონის დამთავრების შემდეგ ჩატარდება ტესტირება, მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდეგ დონეზე გადაყვანა ან გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

ერთი თვის გადასახადი ერთ მოსწავლეზე შეადგენს:

მოსწავლეებისთვის: მოზრდილებისთვის:
1-Beginner
2-Elemenrary
3-Pre-intermediate
4-Intermediate
5-Upper intermediate
6-Pre - Advanced
7-Advanced
8-Post-Advanced
70 60 ლარი
70 60 ლარი
80 70 ლარი
80 70 ლარი
100 85 ლარი
120 102 ლარი
120 102 ლარი
120 102 ლარი
85 73 ლარი
85 73 ლარი
90 77 ლარი
100 85 ლარი
120 102 ლარი
130 111 ლარი
130 111 ლარი
130 111 ლარი



FCE და TOEFL მოსამზადებელი კურსი


PET,FCE,CAE,TOEFL,IELTS სასწავლო კურსები მაქსიმალურადაა მიახლოებული საგამოცდო გარემოს. აქცენტი კეთდება ისეთი პირობების შექმნაზე, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ საგამოცდო დავალებები და მაქსიმალურად გამოავლინოთ ცოდნა გრამატიკასა და ლექსიკაში, ასევე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ენობრივი დონე, გამოიმუშავებთ შეზღუდულ დროში მაქსიმალური ცოდნის გამოვლენის უნარ-ჩვევას.

კურსს უძღვება: ინგლისური ენის სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელსაც ჩაბარებული აქვს CAE, FCE, TOEFL, Teaching Knowledge Test (M1,M2,M3), გავლილი აქვს ETAG, MELT, გააჩნია ინგლისური ენის სწავლების დიდი გამოცდილება.


- PET, KET. მეცადინეობა კვირაში 3-ჯერ. 1 თვის სწავლის გადასახადი 140 ლ (ჯგ). მოიცავს ყველა საფეხურს (reading,speaking. grammar ,writing}. ჩატარდება ტესტირება და მიეცემა შესაბამისი რეკომენდაცია გამოცდაზე გასასვლელად.

- TOEFL. მეცადინეობა კვირაში 3-ჯერ. 1 თვის სწავლის გადასახადი 150 ლ (ჯგ), 200 ლარი (ინდ.) კურსი მოიცავს ოთხივე საფეხურს: Reading, Listening, Speaking,Writing. ჩატარდება Mock ტესტი feedback-ით.

- FCE. მეცადინეობა კვირაში 3-ჯერ. 1 თვის სწავლის გადასახადი 150ლ (ჯგ), 250 ლარი (ინდ.) მზადება მიმდინარეობს საგამოცდო პროგრამით: Reading, Writing, Use of English, Listening, Speaking. ჩატარდება ტესტირება feedback-ით. გაივლით გამოცდის ჩაბარების პრინციპებს.

- CAE, IELTS. მეცადინეობა კვირაში 3-ჯერ. 1 თვის სწავლის გადასახადი 170 (ჯგ), 250 ლარი (ინდ.) ჯგუფში ჩასარიცხად ჩატარდება ტესტირება. სასწავლო პროცესი მაქსიმალურადა არის მიახლოებული საგამოცდო გარემოსთან. სტუდენტები გაივლიან ყველა საჭირო საგამოცდო დავალებას.

აუცილებელია ამ კუსის მსმენელი ფლობდეს ინგლისურ ენას Upper-Intermediate დონეზე (V). შერჩევა მოხდება ტესტირების საფუძველზე. თუ მსმენელის ენის ფლობა შეესაბამება V დონეზე დაბალ დონეებს, მიმდინარეობს ენის სათანადო დონემდე მიყვანა და შემდეგ გადასვლა სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე.


ინგლისური ON-LINE

TOEFL, FCE, პროფესიული და ბიზნეს მიმართულებები . მხოლოდ ჩვენთან! ON-LINE ინგლისური! ამერიკელ პედაგოგი მოგამზადებთ მაღალი საფეხურის ინგლისური ენის ტესტებისა და გამოცდებისთვის. TOEFL კურსი ონლაინ რეჟიმში:

-60 წუთიანი გაკვეთილი. 1 გაკვეთილი 20 $
-90 წუთიანი გაკვეთილი. 1 გაკვეთილი 24 $


ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილები ბავშვებისთვის

ენის შესწავლა ხდება ასაკის შესაბამისი თეორიულ მასალებითა და მხიარული აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით, ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებითა და თემატური დიალოგებით. აუდიო და ვიზუალური მასალალების გამოყენებით,და რაც მთავარია, კეთილგანწყობილი გარემო და მაღალკვალიფიციური პედაგოგი, რომელსაც გააჩნია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.


სწორად დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ჩართულობას და არამარტო ენის სწავლას, არამედ, საუბრის, სმენის, კითხვისა და წერის უნარჩვევების განვითარებას. ეტაპობრივად ხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება. ბავშვები ეჩვევიან სხარტ აზროვნებას და მიღებული ცოდნის ეფექტურად გამოყენებას.ენის სწავლის დაწყება პატარა ასაკში გაცილებით მარტივია: ბავშვი მზად არის მეტი დაიმახსოვროს და გაიგოს.

ატარეთ თქვენი პატარა ინგლისური ენის გაკვეთილებზე და ამით თავიდან ააცილებთ იმ სიძნელეებს, რომელიც უკავშირდება ენის სწავლას ზრდასრულ ასაკში. მით უმეტეს, რომ სწავლის პროცესი სახალისოა და საინტერესოა.

გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ. გაკვ. ხანგრძლივობა 1,5 სთ, ჯგუფში 5-6 ბავშვი.
სწავლის ღირებულება: 40 ლარი.


ინგლისური ენა გიდებისთვის

ტურისტული ბიზნესის მზარდი განვითარების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გიდის პროფესია. თუ თქვენ ფლობთ გიდისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და მხოლოდ ენის სათანადო ცოდნა გიქმნით ბარიერს, გაიარეთ ჩვენი სპეც-კურსი, რომელიც დაგეხმარებათ სპეციფიური ტერმინოლოგიის ათვისებაში, გიდისთვის საჭირო ტექსტებზე მუშაობის შედეგად დახვეწავთ როგორც თქვენს პროფესიულ ენას, ასევე გაიმდიდრებთ ინფორმაციას სხვადასხვა ტურისტული ადგილების შესახებ, რაც გაზრდის თქვენი, როგორც გიდის კონკურენტუნარიანობას.

კურსის ხანგრძლივობა 8 კვირა, მეცადინეობა კვირაში სამჯერ.
კურსის სასწავლო გადასახადი 300 ლარი (წყვილში).


ინგლისური ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის

ისწავლით ძირითად პროფესიულ ფრაზეოლოგიას და ტერმინოლოგიას, გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა - პასუხის და მოსმენის უნარ -ჩვევები. ტრენინგის შემდეგ შეძლებთ ინგლისურ ენაზე აწარმოოთ სატელეფონო საუბარი კლიენტთან, დაჯავშნოთ ნომერი, გაატაროთ ან მოხსნათ რეგისტრაციიდან სტუმარი, დაეხმაროთ ვიზიტორს სასტუმროში ორიენტაციაში, სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირ მეტყველებას, თარგმანს, აუდირებას, ინდივიდუალურ, ჯგუფურ და წყვილებში მუშაობას, როლურ თამაშებს.

Pre-Intermediate და მაღალ დონზე ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს (16 გაკვეთილი).
1 თვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე შეადგენს: 180 ლ (წყ), 160 ლ (ჯგ).