გერმანული ენის შემსწავლელი კურსი:

ILC გიწვევთ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე: მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, მაგისტრატურაში გამოცდების ჩაბარების მსურველებს, დიპლომირებულ და მომავალ ექიმებს, ეკონომიკის სფეროში დასაქმებულებს. შეისწავლეთ გერმანული ენა სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებისთვის.

კურსს უძღვებიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები. პედაგოგად მოწვეულია ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ზოგადი, ეკონომიკური და სამედიცინო გერმანული ენის სპეციალისტი, რომელმაც პედაგოგად მუშაობის გამიცდილება მიიღო დუსელდორფის სახალხო უნივერსიტეტში.

ზოგადი გერმანული ენის კურსი


კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით:

1. საწყისი დონე:Grundstufe: A1; A2. განკუთვნილია მათთვის ვინც თავიდან იწყებს გერმანულის სწავლას. ამ დონეზე უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო უნარებს.გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისაუბრებთ მარტივ სასაუბრო თემებზე.

2. საშუალო დონე: Mittelstufe: B1; B2. ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემებზე. შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ლიტერატურის და სტატიების წაკითხვას და აღქმას. ამ დონის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ ენის დაუფლება პროფესიული მიმართულებებით.

3. პროფესიული დონე: Oberstufe: C1- C2: ხდება სამეტყველო ენის დახვეწა, შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე გერმანულად საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დაძლევა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა. შეძლებთ სწრაფად საუბარს, რთული და მოცულობითი ტექსტების აღქმა-გაგებას.

ამ დონეზე ენის ფლობა შესაძლებლობას გაძლევთ ჩააბაროთ გამოცდები: KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom), GDS (Großes Deutsches Sprachdiplom), DSH (Deutsch für den Sprachlichen Hochschulzugang), ZOP (Zentrale Oberstufenprüfung).


ერთი თვის სასწავლო გადასახადი:
  • კვირაში 2-ჯერ: ჯგუფში 3-5 მოსწავლე 100 ლარი; წყვილში 120 ლარი.
  • KDS, GDS, ZOP სადიპლომო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი


    ZOP -ის გოეთეს სერთიფიკატისთვის მეცადინეობა მოიცავს სამ საფეხურს. გიწვევთ KDS-ის და GDS-ის (დიდი გერმანული ენის) დიპლომისთვის მოსამზადებელ კურსებზე.

  • სწავლება კვირაში 2-ჯერ, ერთი თვის სასწავლო გადასახადი ერთ მოსწავლეზე: 150 ლარი (ჯგუფში).
  • პროფესიული გერმანული ენის კურსი.


    გერმანული ენა ეკონომისტებისთვის: შესწავლილი იქნება პროფესიული ლექსიკა; გაეცნობით ეკონომიკურ ტექსტებს; დაეუფლებით გრამატიკის შესაბამის ნაწილს; გაეცნობით გერმანულენოვანი ქვეყნების ეკონომიკურ სისტემას; გაეცნობით გერმანიის საწარმო-დაწესებულებების და ბანკების სტრუქტურას; შეიძენთ პრეზენტაციის, მოლაპარაკების წარმოების, ოქმების (პროტოკოლის) წერის უნარ-ჩვევებს. სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება ვიდეო და აუდიო მასალა. სწავლება მიმდინარეობს გერმანულ უნივერსიტეტებში აკრედიტირებული სახელმძღვანელოების მიხედვით.

    გემანული ენა მედიკოსებისათვის: დიპლომირებულ ექიმებსა და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დამამთავრებელი საფეხურის სტუდენტებს ვიწვევთ სამედიცინო გერმანული ენის შესასწავლად.

    შესწავლილი იქნება პროფესიული ლექსიკა (საავადმყოფოსა და კლინიკაში სასაუბრო პროფესიული ენა); გაეცნობით ჯანდაცვის სისტემას გერმანულენოვან ქვეყნებში; სწავლება მიმდინარეობს გერმანულ უნივერსიტეტებში აკრედიტირებული სახელმძღვანელოების მიხედვით. კურსი პრაკტიკული დახმარებაა ექიმებისა და ექთნებისათვის, რომელთაც გერმანულენოვან პაციენტებთან მოუწევთ ურთიერთობა.

    ერთი თვის სასწავლო გადასახადი ერთ მოსწავლეზე:
  • კვირაში 2-ჯერ: 150 ლარი (ჯგუფში). 180 ლარი (წყვილში)


  • ასევე AuPair პროგრამის ფარგლებში შეგირჩევთ ოჯახს, მოგამზადებთ გერმანული ენის სასერტიფიკატო გამოცდისთვის.