შთაბეჭდილების დღიური:

მაია ბასარია

მე ვარ მაია ბასარია, 20 წლის. იურიდიული ფაკილტეტის IV კურსის სტუდენტი. მე-8-ე თვეა რაც ,,ILC" – ში დავდივარ ინგლისურის კურსებზე, ამჟამად ვარ ბოლო საფეხურზე. ზოგად პროგრამასთან ერთად გავდივარ იურიდიულ ინგლისურის კურსაც. დიდი ხანი ვეძებდი ისეთ დაწასებულებას, სადაც შევძლებდი მაქიმალურად შემევსო და გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა. ვთვლი რომ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც არჩევანი ,,ILC"- ზე შევაჩერე, რადგან ძალიან კმაყოფილი ვარ. ძლიერი პედაგოგები, ხელმისაწვდომი გადასახადი, სწავლების თანამედროვე მეთოდები, ჰარმონიული ატმოსფერო – ეს ყველაფერი ენის შესწავლის უალტერნატივო პირობაა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაღალ დონეზე ვფლობ ინგლისურ ენას. მადლობა ,,ILC"-ს!

ქეთევან ქურციკაშვილი

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ გამიმართლა, რადგან მოვხვდი სასწავლო ცენტრ ,,აიელსში". მის შესახებ ინფორმაციას შემთხვევით წავაწყდი სარეკლამო გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში". ოფის-მენეჯერის საუბრის სტილი, ხმის თბილი ტემბრი იმდენად დამაჯერებლად და კომპეტენტურად ჟღერდა, რომ აღარც მიცდია სხვა ცენტრებთან დაკავშირება. პირველ კვირასვე ჩემი იმედები გამართლდა. სწავლების საუკეთესი პირობებმა, მასწავლებლის ერუდიციამ, გაკვეთილების პროფესიონალურ დონეზე წარმართვამ, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოკლე დროში საფუძვლიანად გავიარე ESOL-FCE კემბრიჯის პირველი სერთიფიკატისთვის მოსამზადებელი კურსი, გამოცდების ჩასაბარებლად.

ნინო ჯინჭარაძე

მე ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი. 2007 წლის ნოემბერში დავიწყე სწავლა სასწავლო ცენტრ ,,აიელსში" ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე. მასწავლებლის მიერ ჩემთვის დათმობილი დროის, მისი მხრიდან დიდი მონდომების, თანამედროვე და ეფექტური სწავლების მეთოდების გამოყენებით საკმაოდ სწრაფად და ამასთანავე ხარისხიანდ გავიარე ინგლისური ენის სამი საფეხური. ამჟამად ვსწავლობ მეხუთე დონეზე. ზოგადი ინგლისურის სრული კურსის დახურვის შემდეგ ვაპირებ ენის გაღრმავებას ჩემი პროფესიის სამართლამცოდნეობის განხრით, რის საშუალებასაც აღნიშნულ ცენტრში არსებული დარგობრივი იურიდიულ-ინგლისურის კურსი იძლევა. სტუდენტის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ნებისმიერი დამატებითი საქმიანობის შეთავსება, თუმცა ამ მხრივაც არ შემქმნია არანაირი პრობლემა. მე სასწავლო ცენტრ ,,აიელსს" ვანიჭებ უპირატესობას.

ირმა მეკინულოვი

პროფესიით ვარ სტომატოლოგი (მოქმედი), მაგრამ ველოდები მაღალ ანაზრაურებად სამსახურს ბურალტრის თანამდებობაზე. სტომატოლოგობას თავს არ დავანებებ.ზ ვაპირებ ეს ორი პროფესია ერთმანეთს შეუთავსო. ნაცნობმა მირჩია ბურალტერიის (ბას სტანდარტებით) შესასწავლად მივსულიყავი ისნის სასწავლო ცენტრ ,, აიელსში". ძალიან მომეწონა ჩემი მასწავლებელი, რომელიც მონდომებით და გულმოდგინედ მიხსნიდა გაკვეთილებს, შეიძლება ითქვას ცოდნა თავში ჩამიდო. კომპიუტერთანა შეხება არასოდეს მქონია და არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ახლა საფუძვლიანად ვფლობ საოფისე და კომპიუტერულ-ბუღალტრულ პროგრამას ,,ორისს". ახალი პროფესიის შეძენა სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა კომპეტენტურმა მასწავლებლებმა ადვილად გადამალახვინეს. სიხარულით დავდიოდი გაკვეთილებზე ,,აიელსში", სადაც მივიღე ცოდნა და შევიძინე ახალი პროფესია. ახალი სამსახურის დაწყებისთანავე ისევ დავბრუნდები ,,აიელსში" კონსულტაციისთვის.

თამარ კინწურაშვილი

გადავწყვიტე შემესწავლა კომპიუტერული საოფისე პროგრამები, როდესაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან თვალი მოვკარი ,,აიელსის" სახელწოდებით სასწავლო ცენტრის აბრას, მაშინვე გავიფიქრე ამ ცენტრში მივსულიყავი სასწავლებლად. ცენტრში დამხვდა სწორედ ის გარემო და პირობები რომელშიც კომფორტულად იგრძნობს თავს სწავლის ნებისმიერი მსურველი. პირველმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან მომეწონა სწავლების ხარისხი, მასწავლებლის მიერ ჩატარებული ყოველი გაკვეთილი საინტერესო და მიმზიდველი იყო.