იტალიური ენის შემსწავლელი კურსი:

ILC სასწავლო ცენტრი გთავაზობთ იტალიური ენის კურსებს ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველთათვის. კურსი დაფუძნებულია ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს გრამატიკის ცოდნას და დამოუკიდებლად საუბარს იტალიურ ენაზე კონკრეტულ სიტუაციებში. მიიღებთ საჭირო სიტყვათა მარაგს, დაეუფლებით გრამატიკას, და რაც მთავარია, დროის მოკლე მონაკვეთში ისწავლით საუბარს.
გთავაზობთ ენის სწავლას მაღალპროფესიულ დონეზე. ჩვენთან იტალიურ ენას, ისევე როგორც სხვა უცხო ენებს, ასწავლიან არა მოყვარული პედაგოგები, არამედ, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური, პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებლები, იტალიური ენის სპეციალისტები:

ბარკალაია ნათია, ფლობს (PLIDA (C2). სტაჟირება გავლილი აქვს სიენას უნივერსიტეტში, ასწავლის იტალიურ ენას სამხედრო აკადემიაში, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.
ელენე ოსიპოვა, ფლობს PLIDA (C1). ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას, აქვს იტალიურ ენის სხვადასხვა ასაკის მსმენელებისთვის სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება.

სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებული უახლესი სახელმძღვანელოებით, აუდიო და ვიდეო მასალების გამოყენებით. ძირითადი სახელმძღვანელოების გარდა მსმენელებს გარკვეულ დონეზე ეძლევათ დამატებითი ლიტერატურა .


ზოგადი იტალიურის კურსებზე სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით:

1. დაწყებითი დონე: მოიცავს ორ საფეხურს - A1, A2. დაწყებითი დონის გავლის შემდეგ შეძლებთ კომუნიკაციას ელემენტარულ დონეზე. ისწავლით ყოველდღიურად გამოყენებად ფრაზებს. შეძლებთ საკუთარი თავის წარდგენას. დაეუფლებით გრამატიკის საფუძვლებს. აითვისებთ ყოველდღიურ ლექსიკას. წაიკითხავთ მარტივი დონის მოთხრობებს.

2. საბაზისო დონე: მოიცავს ორ საფეხურს -B1, B2. მეორე დონის გავლის შემდეგ გაიზრდება თქვენი ლექსიკური მარაგი თემატიკის მიხედვით, გაგიადვილდებათ მოსმენილის აღქმა-გააზრება, შეძლებთ საგაზეთო ტექსტების წაკითხვა-გაგებას, აუდიო და ვიდეო ინფორმაციის აღქმას. შეისწავლით გრამატიკის ძირითად ნაწილს. ადვილად მოახდენთ ინტეგრირებას იტალიურენოვან გარემოში. ეს დონე მოითხოვება იტალიის სკოლებში, უნივერსიტეტებსა და გადამზადების კურსებზე.

3. პროფესიული დონე: მოიცავს ორ საფეხურს - C1,C2. მესამე დონის გავლის შემდეგ განიმტკიცებთ ცოდნას, როგორც იტალიური ენის გრამატიკაში, ასევე ლექსიკაში. შეძლებთ თავისუფალი და გამართულ საუბარს ნებისმიერ თემაზე. შეძლებთ ენის გამოყენებას რთულ სამუშაო გარემოში, ნებისმიერ პროფესიულ სფეროში. ეს არის დონე, რომელიც აუცილებელია იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის მასწავლებლის, ან სხვა თანამდებობის დასაკავებლად მსხვილ ბიზნეს-კომპანიებში.

ერთი თვის სწავლების ღირებულება თითოეულ მოსწავლეზე შეადგენს:

  • კვირაში 2-ჯერ (თვეში 8 გაკვ.): ჯგუფში 3-5 მოსწავლე 100 ლარი; წყვილში/ინდივიდ. 120 ლარი.

  •  

    PLIDA გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

    PLIDA დიპლომი აუცილებელია იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, ასევე წარმატებული კარიერისათვის იტალიიის ბიზნეს-კომპანიებში. ასევე, თუ გსურთ მომავალში თავად ასწავლოთ იტალიური ენა, PLIDA (B2)-ს ფლობაა საჭირო.
    იტალიური ენის სათანადო დონეზე დაუფლების შემდეგ შეგიძლიათ მოემზადოთ PLIDA დიპლომის ასაღებად. გამოცდების ჩასაბარებლად ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული. ასევე, გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან. დონეს ირჩევთ თავად - წინა დაბალი დონეების გამოცდების ჩაბარება არ არის აუცილებელი. მოემზადე და ჩააბარე გამოცდა პირველივე გასვლაზე. გაიარო ჩვენი კურსი ნიშნავს: ოთხივე ნაწილი (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) ჩააბარო წარმატებულად და გახდე PLIDA დიპლომის მფლობელი. დიპლომი უვადოა და მისი ჩაბარება განმეორებით საჭირო არ არის. (გამონაკლისის გარდა, თუ დამქირავებელს თავად აქვს პრეტენზია დიპლომის ხანდაზმულობის ვადაზე).

    ერთი თვის სწავლების ღირებულება თითოეულ მოსწავლეზე შეადგენს:

  • კვირაში 2-ჯერ (თვეში 8 გაკვ.): ჯგუფში 3-5 მოსწავლე 150 ლარი; წყვილში 180 ლარი.