ოფისის მენეჯერი

დღევანდელ შრომით ბაზარზე ოფისის მენეჯერი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. შესაბამისად, მაღალია კონკურენციაც. სასწავლო ცენტრი ILC გთავაზობთ სასწავლო პროგრამას, რომლის გავლის შემდეგ შეიძენთ ყველა საჭირო ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ კონკურენტუნარიანი ადმინისტრაციული მენეჯერი, რაც წარმატებული დასაქმებისა და სასურველი სამუშაოს პოვნის გარანტიაა.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის პირთათვის (მათ შორის დასაქმებულთათვის), რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია ადმინისტრაციული საქმისწარმოების სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ დაიწყონ წარმატებული კარიერა სახელმწიფო სექტორსა თუ სხვადასხვა კერძო კომპანიებში.
კურსის თეორიული ნაწილის პარალელურად, მსმენელთა 2-3 კაციანი ჯგუფები გაივლიან ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც მათ ჩაეთვლებათ სტაჟირებაში.

კურსს უძღვება სერთიფიცირებული ტრენერი, რომელსაც აქვს საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტურებში ადმინისტრაციული დეპარტამენტების წამყვან თანამდებობებზე მუშაობის მრავალპროფილიანი გამოცდილება და ტრენერად მუშაობის 2 წლიანი სტაჟი.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი და ცნობა სტაჟირების შესახებ.

განსახილველი თემები

- ოფისის მენეჯმენტის არსი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- ადმინისტრაციული მენეჯმენტი, ორგანიზაციის მართვა
- ოფის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობანი
- პირადი ასისტენტის (მდივნის) ფუნქციები
- საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოლაპარაკების მენეჯმენტი
- სალეტეფონო საუბრის ეტიკეტი
- ბიზნეს კომუნიკაცია (შეხვედრების ორგანიზება, კომუნიკაციის ეტაპები, კონფლიქტების მართვა)
- სამუშაოს ეფექტური დაგეგმვა და შესრულებაზე კონტროლი
- დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზება
- ადმინისტრაციული და იურიდიული საქმისწარმოების თავისებურებანი საჯარო და კერძო სტრუქტურებში
- საქმიანი ქაღალდების (წერილების, ცნობების, განცხადებების და სხვ.) და ხელშეკრულებების შედგენა
- ელექტრონული ოფის მენეჯმენტი
- HR მენეჯმენტი, საკადრო დოკუმენტების წარმოება, (თანამშრომელთა პირად საქმეებთან მუშაობა)
- ორგანიზაციის მმართველობითი ტიპები - ლიდერობის ხელოვნება

სწავლების პრინციპები: სწავლება ინტერაქტიული ფორმატისაა, უზრუნველყოფილია თითოეული მსმენლის ჩართულობა ტრენინგის პროცესში. ყოველ შეხვედრაზე მსმენელს გადაეცემა ლექციის შესაბამისი სასწავლო მასალები („ჰენდაუტები“); ტრენინგის მსმენელი მოისმენს და ნახავს ლექციის შესაბამის პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს; შეხვედრის მონაწილეებს შორის განხილული იქნება ქართული და განვითარებული ქვეყნების სხვადასხვა პრაქტიკული ბიზნეს-კეისები.

კურსის ხანგრძლივობა: 10 სემინარი.
კურსის სქემა: თეორია, პრაქტიკული მეცადინეობა, პრეზენტაცია და გამოცდა.
კურსის ღირებულება: 250 ლ (ჯგ.), 300 ლ (ინდივიდუალური).

სერთიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი და ცნობა სტაჟირების შესახებ.
ბონუსი: კურსის წარმატებულ მონაწილეს ტრენერი დამატებით გადასცემს სარეკომენდაციო წერილს, რომელიც შემდგომ დაეხმარება მას დასაქმებაში.

დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე: 227 36 33, 277 625 06, 595 42 49 89


საოფისე საქმისწარმოების ერთწლიანი პრაქტიკული და თეორიული პროფესიული კურსი



მომავალი ოფისმენეჯერებისთვის, ფეისბუქ-გვერდის რედაქტორებისთვის,
PR და HR სამსახურების თანამშრომლებისთვის


სასწავლო კურსი ორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური თანამშრომელი აღჭურვილი შესაბამისი ცოდნითა და ეფექტური საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით. ვიწვევთ მომავალ

  • ოფისმენეჯერებს
  • ადმინისრაციულ ასისტენტებს
  • ფეისბუქ-გვერდის რედაქტორებს
  • ასევე პიარისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებს
  • ნებისმიერ მსურველს, დასაქმებულებს და სამსახურის მაძიებლებს, რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია საქმისწარმოების სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

  • სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ შეიძენთ ყველა საჭირო ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ კონკურენტუნარიანი კადრი შრომით ბაზარზე, რაც წარმატებული დასაქმებისა და სასურველი სამუშაოს პოვნის გარანტიაა.

    კურსის განმავლობაში პრაქტიკული ნაწილის პარალელურად მსმენელთა 2-3 კაციანი ჯგუფები გაივლიან თეორიას. ორივე მიმართულებას უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ტრეინერები.

    კურსი შედგება 3 მოდულისგანს:

    I მოდული:
    კომპიუტერი თანამედროვე ოფისში
    II მოდული:
    ოფისმენეჯერი თანამედროვე ოფისში
    III მოდული:
    უცხო ენა (არჩევით)
    საოფისე პროგრამები (ვინდოუსი, ვორდი, ექსელი, პოვერპოინტი, აუთლუქი, ინტერნეტი, მეილი); გრაფიკული პროგრამები (ფოტოშოპი, ქორელი); ვებ-დიზაინი (HTML-ის გამოყენება) ოფისის მენეჯმენტის არსი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რუსული, ინგლისური, იტალიური, თურქული, გერმანული, ესპანური.
    სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით აირჩიოთ 3დე-მაქსის კურსი და ქართული მართლწერა.

    პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში ისწავლით კომპიუტერული პროგრამების ეფექტურ გამოყენებს:

  • გაეცნობით და შეძლებთ თავად შექმნათ შიდა მოხმარებისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო დოკუმენტაციის და საილუსტრაციო მასალის ექსკლუზიური დიზაინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით (კომპანიის საიმიჯო ბლანკი, ინვოისი, სამივლინებო და ანგარიშგების ფორმები, ბრძანება, მისალოცი ბარათი, საპრეზენტაციო მასალები, აქციებისა და დაგეგმილი პროექტების ეფექტური ვიზუალიზაცია და ა. შ.)
  • შექმნით ეფექტურ ილუსტრაციებს ფასდაკლებების, აქციების, ახალი პროექტების შესახებ, დაამუშავებთ ფოტოების გრაფიკულ პროგრამებში (ქორელი, ფოტოშოპი) და განათავსებთ ფეისბუქ-გვერდზე
  • მოამზადებთ ეფექტურ პრეზენტაციებს პოვერპოინტში
  • გაამდიდრებთ საპუბლიკაციო მასალებს გრაფიკებითა და სხვა თვალსაჩინოებით
  • შექმნით ადვილად მოხმარებად ფუნქციონალურ ბაზებს ექსელში
  • ისწავლით მეილების დაჯგუფებას სამიზნე ჯგუფების მიხედვით აუთლუქში, ისწავლით ელექტრონულ კალენდრის გამოყენებას დღის დასაგეგმად
  • შეძლებთ ვებ-გვერდის, ფეისბუქ-გვერდის რედაქტირებას და მართვას
  • ამ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გარდა მიიღებთ თეორიულ ცოდნას:

  • გაეცნობით ადმინისტრაციული ასისტენტის, ოფის-მენეჯერის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებს.
  • ისწავლით მოლაპარაკების მენეჯმენტს
  • დაეუფლებით სატელეფონო საუბრის ეტიკეტს
  • გაეცნობით ბიზნეს კომუნიკაციის ფორმებსა და საშუალებებს (შეხვედრების ორგანიზება, კომუნიკაციის ეტაპები, კონფლიქტების მართვა)
  • შეძლებთ სამუშაოს ეფექტური დაგეგმვას და შესრულებაზე კონტროლს
  • შეისწავლით დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზების წესებს და საშუალებებს
  • ისწავლით საკადრო დოკუმენტების წარმოებას - თანამშრომელთა პირად საქმეებთან, ხელშეკრულებებთან მუშაობას (HR მენეჯმენტი)
  • სწავლების პრინციპები: სწავლება ინტერაქტიული ფორმატისაა, უზრუნველყოფილია თითოეული მსმენლის აქტიური ჩართულობა ტრენინგის პროცესში. ყოველ შეხვედრაზე მსმენელს გადაეცემა ლექციის შესაბამისი სასწავლო მასალები („ჰენდაუტები“); ტრენინგის მსმენელი მოისმენს და ნახავს ლექციის შესაბამის პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს; შეხვედრის მონაწილეებს შორის განხილული იქნება ქართული და განვითარებული ქვეყნების სხვადასხვა პრაქტიკული ბიზნეს-კეისები.

    კურსის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი

    კურსის ღირებულება: 1630 ლარი. ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით, გადანაწილება მოხდება შეთანხმებით.

    სერთიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე: 227 36 33, 277 625 06, 595 42 49 89