საზოგადოებასთან ურთიერთობა - Public Relations

ნებისმიერი კომპანიის ცნობადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება მისი საქმიანობის შესახებ. ინფორმაციის გავრცელების ხერხები და საშუალებები კი მრავალფეროვანია. ამიტომ ყველა კომპანია ცდილობს ჰყავდეს აქტიური საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და შესაბამისად, ამ სფეროში პროფესიონალ კადრზე მოთხოვნილება იზრდება.

ჩვენი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მსმენელისათვის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემას, რომელიც აუცილებელია PR-სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე წარმატებული მუშაობისათვის.

კურსს უძღვება ამ სფეროში აქტიურად მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელსაც არაერთი პროფესიული ტრენინგი აქვს გავლილი.

პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა (განსაზღვრება, წარმოშობის ისტორია);
  • PR-კამპანიები, დაგეგმვა და მართვა;
  • PR და მედიასთან ურთიერთობა: ფაბლისითი, მედია ანონსი, პრესრელიზი, პრესკიტი. იტერვიუ, პრესკონფერენცია, პრესტური;
  • იმიჯი და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • საზოგადობასთან ურთიერთობა და ბრენდინგი;
  • PR და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების ფუნქცია-მოვალეობები;
  • ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება;
  • ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა და პრეზნტაცია;
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია;
  • კრიზისული PR და კრიზისის მენეჯმენტი;
  • პროექტის მომზადება და პრეზენტაცია.


  • სწავლება ინტერაქტიული ფორმატისაა, უზრუნველყოფილია თითოეული მსმენელის ჩართულობა ტრენინგის პროცესში; ხდება ქართული და განვითარებული ქვეყნების PR-კეისების განხილვა.

    კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი.
    კურსის ღირებულება: 200 ლარი.