პრაქტიკული თრენინგ-კურსი ჟურნალისტიკაში

თუ თქვენ შემოქმედებითად აზროვნებთ და გსურთ, ხმამაღლა თქვათ თქვენი სათქმელი, მაშინ თქვენ ILC დაგეხმარებათ, იპოვოთ აუდიტორია, რომელიც მოგისმენთ!

ILC -ს ახალი შემოთავაზება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს მასობრივი კომუნიკაციების სფეროში დაიმკვიდროს ადგილი და ესაჭიროება სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად მიიღოს ის ცოდნა, რომელიც მას დაეხმარება პროფესიონალ ჟურნალისტად ჩამოყალიბებაში. კურსის გავლისას მსმენელი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას ჟურნალისტის საქმიანობის არსისა და საშუალებების შესახებ, გამოიმუშავებს ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებს, განუვითარდება კრეატიული აზროვნება, რაც მასმედიის ფართო სივრცეში საკუთარი ნიშის პოვნასა და დამკვიდრებაში დაეხმარება.

მხოლოდ ჩვენთან: ფასდაუდებელი გამოცდილება დამწყები ჟურნალისტისთვის. აირჩიე სასურველი მიმართულება:

  • ახალი ამბების ჟურნალისტიკა
    კურსს უძღვება: სოფო ოხანაშვილი, პირველი არხის ჟურნალისტი

  • - სოციალური თემების გაშუქება
    - ეთიკა
    - ინტერვიუს სფეციფიკა
    - ეკონომიკა და ჟურნალისტიკა
    - თემების მოძიების წყაროები
    - multimedia journalism
    - და სხვა სპეციფიური საკითხები.

    კურსის ხანგრძლივობა: 16 საათი.
    კურსის ღირებულება: 300 ლარი.

  • ჟურნალისტური გამოძიება
    კურსს უძღვება: გიგლა გობეჩია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორი, ჟურნალ ფენომენის რედაქტორი.

  • - გამოძიების სფეციფიკა
    - წყაროების მოძიება
    - საანდოობის განსაზღვრა
    - კონფიდეციალობა
    - ამართლებრივი და ეთკური ნორმები
    - და სხვა სპეციფიური საკითხები.

    კურსის ხანგრძლივობა: 32საათი.
    კურსის ღირებულება: 450 ლარი.

  • ბეჭდვითი მედია
    კურსს უძღვება: ეკა ლომიძე, გაზეთ კვირის პალიტრის ჟურნალისტი

  • ურთიერთობის პირველივე დღიდან ვიწყებთ მუშაობას:

    - დავგეგმოთ შენი სამუშაო დღე; შევარჩიოთ აქტუალური თემატიკა; ჩვენი სამუშაო საათი იქნება სარედაქციო თათბირისა და რედაქციული შეხვედრების ტიპის.
    - მოამზადებ საგაზეთო რეპორტაჟს ნებისმიერი მოვლენიდან, ნებისმიერი ადგილიდან შენი გაზეთისთვის, რომელსაც ჩვენთან ერთად გააკეთებ;
    - იწავლი, როგორ მოიპოვო ექსკლუზივი; მოამზადებ ინტერვიუს საოცნებო რესპოდენტთან
    - მოამზადებ რეპორტაჟს ”საკუთარ საინფორმაციო სააგენტოსთვის”
    - მოაგროვებ ყველაზე სანტერესო ინფორმაციას ერთ დღეში
    - დაესწარები ცნობილი ჟურნალისტების მასტერკლასებს - გაიზიარე მათი გამოცდილება და შეეცადე ექსკლუზიური ინფორმაცია მიიღო მათგან
    - სასწავლო პროცესის დაწყების პირველივე ეტაპიდან შანსი გაქვთ,რომ თქვენი საუკეთესო ნამუშევრები ცნობილი გამოცემების ფურცლებზე მოხვდეს
    - მიიღეთ ანაზღაურება. ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ, ნიჭიერი ჟურნალისტები და დავეხმაროთ მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

    კურსის ხანგრძლივობა: 32 საათი.
    კურსის ღირებულება: 400 ლარი.

    სწავლების პროცესი ითვალისწინებს შემოქმედებით შეხვედრებს და ვორკ-შოფებს მოქმედ და წარმატებულ ჟურნალისტებთან, მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები დაეუფლებიან როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საშუალებას მისცემთ, სრულად გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი.