ისწავლეთ რუსული ენა სწრაფად და ადვილად!


იზრდება ბიზნესურთიერთობების რიცხვი რუსულენოვან პარტნიორებთან, შესაბამისად, თანამედროვე შრომით ბაზარზე იზრდება მოთხოვნა რუსული ენის მცოდნე კადრებზე. გაზარდეთ თქვემი კონკურენტუნარიანობა, დაეუფლეთ რუსულ ენას ხელმისაწვდომ ფასად .

ILC სასწავლო ცენტრში რუსულ ენას ეუფლებიან ნებისმიერი დონისა და ასაკის მსურველები. მასწავლებლად მოწვეულია პროფესიონალი პედაგოგი. სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და მეთოდების გამოყენებით. ძირითადი სახელმძღვანელოების გარდა მსმენელებს გარკვეულ დონეზე ეძლევათ დამატებითი ლიტერატურა. კურსის განმავლობაში გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკას, გაიუმჯობესებთ მოსმენა-აღქმის უნარ-ჩვევას, და რაც მთავარია, დროის მოკლე მონაკვეთში ისწავლით საუბარს.


ერთი თვის სწავლების გადასახადი ერთ მსმენელზე:
  • კვირაში 2-ჯერ (8 გაკვ. თვეში) ჯგუფში (3-4 მსმენელი) 100 ლარი, წყვილში 120 ლარი.


  • რუსული ენის შემსწავლელი დაჩქარებული "Express" კურსი


    ეს არის სახალისო გაკვეთილები, დავალებებისა და წიგნების გარეშე, ფაქტიუტად ადგილზე ხდება ენის შესწავლა ასაკის შესაბამისი თეორიული მასალებითა და აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით,თემატური დიალოგებით, აუდიო და ვიზუალური მასალების გამოყენებით. სწორად დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი უზრუნველყოფს ყველა მსმენელის ჩართულობას და ასევე საუბრის, სმენის, კითხვის დასმის უნარ-ჩვევების განვითარებას. ეტაპობრივად ხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება. მსმენელები ეჩვევიან მიღებული ცოდნის ეფექტურად გამოყენებას. სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესოა. თქვენ დაგხვდებათ, სასიამოვნო, კეთილგანწყობილი გარემო, რაც მთავარია, მასწავლებლებად მოწვეულია ტრენერ-მასწავლებელი, რუსული ენის ფილოლოგი, რომელიც ფლობს ენის სწავლების ეფექტურ მეთოდს, მას განათლების სამინისტროში, ასევე უცხოეთში გავლილი აქვს ტრენინგები, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ თანამედროვე მეთოდოლოგიით ენა. გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით, სტუდენტების მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით.

    ერთი თვის სწავლების გადასახადი ერთ მსმენელზე:

  • კვირაში 3-ჯერ ჯგუფში 3-5 მოსწავლე 150 ლარი, წყვილში 200 ლარი.


  • მობრძანდით ILC-ში! სასწავლიო ცენტრი ILC დაკომპლექტებულია პროფესიონალი პედაგოგებით! ენდეთ ჩვენ 8-წლიან გამოცდილებას! ენდეთ პროფესიონალებს!

    დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება! კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს დამადასტურებელ სერტიფიკატს





    რუსული და ქართული ენის შემსწავლელი კლუბი


    ჩვენს ცენტრში უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს რუსულ-ქართული ენის შემსწავლელი კლუბი. ქართულენოვანი მსმენელები აცნობენ რუსულენოვან მეგობრებს თავიანთ კულტურას და უზიარებენ შთაბეჭდილებებს ხალისიან გარემოში ორივე ენის გამოყენებით, რუსულენოვანი მსმენელები ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ურთიერთობენ ენის მატარებელთან ასევე ორივე ენის გამოყენებით - იქმნება აქტიური, მეგობრული, ხალისიანი საკომუნიკაციო გარემო, რაც ორივე მხარეს ეხმარება ლექსიკის გამდიდრებაში, უცხო ენაზე საუბრის კულტურის დახვეწაში. შემოგვიერთდით:
    - ვინც ახლა სწავლობთ რუსულ ან ქართულ ენას და გსურთ თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოიყენება
    - ვინც დარწმუნებული არ ხართ რამდენად კარგად ფლობთ რუსულ ან ქართულ ენას და გსურთ საკუთარი თავის შეფასება რეალურ სიტუაციებში
    - ვისაც გსურთ დაძლიოთ უცხო ენაზე საუბრის დაწყების უხერხულობა
    - ვისაც გსურთ ენის სწავლა ან უბრალოდ სასიამოვნო გარემოში უცხოენოვან მეგობრებთან რამდენიმე საათის გატარება.

    მეგობრული გარემო, პრეზენტაციები, დისკუსიები, როლური თამაშები, სახალისო და შემეცნებითი შეხვედრები, საუბრები კინოსა და ლიტერატურაზე, ექსკურსიები დაგეხმარებათ ენის ცოდის გაღრმავებაში, ახალი მეგობრების შეძენაში, საქმიანი პარტნიორების მოძებნაში.