ესპანური ენის შემსწავლელი კურსი:

ისწავლეთ ესპანური ენა ILC-ში.


გამოიყენეთ შანსი! ესპანური ენის კურსს უძღვებიან ენის მაღალკვალიფიციური სპეცილისტები: სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი,რომელმაც განათლება მიიღო საქართველოსა და მადრიდის უნივერსიტეტებში, ფლობს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო დიპლომს, ესპანური ენის გრამატიკის წიგნის ავტორი -ლევან თოდუა. ჩვენი ესპანური ენის მასწავლებლებს ეკატერინე გიორგაძესა და ეთერ მურვანიძეს აქვთ ენის სწავლების მრავალფეროვანი და ხანგრძლივი გამოცდილება.

ILC-ში ესპანური ენის სასწავლო პროგრამა გათვალისწინებულია ნებისმიერი ასაკისა და დონის მსურველთათვის. დაფუძნებულია ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. კურსი მოიცავს გრამატიკისა და ლექსიკის სინთეზს, ტექსტების განხილვას, დიალოგებს. კურსი ორიენტირებულია საუბრის სწრაფად დაწყებაზე.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ესპანეთთან, საიდანაც ვიღებთ უახლეს სასწავლო ლიტერატურას დონეების მიხედვით, რომელსაც თან ერთვის მეთოდური სახელმძღვანელოები და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა. კლასგარეშე ლიტერაურა საშუალებას აძლევს მკითხველს გაეცნოს ესპანელი კლასიკოსების ნაშრომებს ორიგინალში, ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურას, გაუდის არქიტექტურას. მსმენელებისთვის ხელმისააწვდომის ჩვენი ბიბლიოთეკა. თქვენ ორიგინალში შეგიძლიათ წაიკითხოთ ესპანელი და მსოფლიოს კლასიკოსების შედევრები ესპანურ ენაზე. სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით.

  • საწყისი დონე: Nivel inicial (A1, A2) მოიცავს ორ საფეხურს - A1, A2. დაწყებითი დონის გავლის შემდეგ შეძლებთ კომუნიკაციას ელემენტარულ დონეზე. ისწავლით ყოველდღიურად გამოყენებად ფრაზებსა და ლექსიკას. წაიკითხავთ მარტივი დონის მოთხრობებს. დაეუფლებით გრამატიკის საფუძვლებს.

  • საშუალო დონე: Nivel intermedio (B1, B2) მოიცავს ორ საფეხურს -B1, B2. მეორე დონის გავლის შემდეგ გაიზრდება თქვენი ლექსკური მარაგი თემატიკის მიხედვით, გაგიადვილდებათ მოსმენილის აღქმა-გააზრება, შეძლებთ საგაზეთო ტექსტების წაკითხვა-გაგებას, აუდიო და ვიდეო ინფორმაციის აღქმას. შეისწავლით გრამატიკის ძირითად ნაწილს.

  • უმაღლესი დონე: Nivel superior (C1,C2) მოიცავს ორ საფეხურს - C1,C2. მესამე დონის გავლის შემდეგ განიმტკიცებთ ცოდნას, როგორც ესპანური ენის გრამატიკაში, ასევე ლექსიკაში. შეძლებთ თავისუფლად და გამართულ საუბარს ნებისმიერ თემაზე.


  • ერთი თვის სწავლების ღირებულება თითოეულ მოსწავლეზე შეადგენს:
  • კვირაში 2-ჯერ (თვეში 8 გაკვ.): ჯგუფში 3-5 მოსწავლე: 100 ლარი; წყვილში 120 ლარი.
  • DELE სადიპლომო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი


    DELE აუცილებელია ესპანეთის და ესპანურენოვანი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბსაბარებლად, ასევე წარმატებული კარიერისათვის პრესტიჟულ საგანმანათლებლო თუ ბიზნეს ორგანიზაციებში მუშაობის დასაწყებად.

    ესპანური ენის სათანადო დონეზე დაუფლების შემდეგ შეგიძლიათ მოემზადოთ საერთაშორისო გამოცდისტვის DELE დიპლომის ასაღებად. გამოცდების ჩასაბარებლად ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული. ასევე, გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან. დონეს ირჩევთ თავად - წინა დაბალი დონეების გამოცდების ჩაბარება არ არის აუცილებელი.

    გამოცდა მოიცავს 5 ნაწილს. DELE–გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა კანდიდატმა წარმატებით დაძლიოს თითოეული ნაწილი:

  • კითხვა და წაკითხული ტექსტის გააზრება
  • წერითი ნაწილი
  • აუდიო
  • გრამატიკა და ლექსიკური მარაგი
  • ზეპირი საუბარის უნარი თავისუფალი დიალოგის რეჟიმში

  • მოემზადე და ჩააბარე გამოცდა პირველივე გასვლაზე. გაიარო ჩვენი კურსი ნიშნავს: ხუთივე ნაწილში დაიმსახურო "Apto" – „ჩაბარებულია“ და გახდე DELE დიპლომის მფლობელი. დიპლომი უვადოა და მისი ჩაბარება განმეორებით საჭირო არ არის. (გამონაკლისის გარდა, თუ დამქირავებელს თავად აქვს პრეტენზია დიპლომის ხანდაზმულობის ვადაზე).

    ერთი თვის სწავლების ღირებულება თითოეულ მოსწავლეზე შეადგენს:
  • კვირაში 2-ჯერ (თვეში 8 გაკვ.): ჯგუფში 3-5 მოსწავლე: 150 ლარი; წყვილში 180 ლარი.