მეტყველების კულტურა

თუ თქვენი საქმიანობის სფერო ტელე-რადიო საკომუნიკაციო სივრცეა, ხართ დიქტორი, გადაცემის წამყვანი, ან მსახიობი, ჟურნალისტი, ღონისძიებების მომწყობი, უბრალოდ აქტიური ადამიანი და ლიდერი; გიწევთ აუდიტორიასთან მუშაობა, გაქვთ წარმომადგენლობითი სტატუსი და აწყობთ პრეზენტაციებს ფართო აუდიტორიის წინაშე, სწორად შერჩეული ტექსტი და დახვეწილი მეტყველება მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა.

გამოიყენეთ შანსი, დაეუფლეთ დახვეწილ მეტყველებას საერთაშორისო დონის სპეციალისტთან. სწავლებას უძღვება რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი.

ზოგადი თემატიკა:

  • მეტყველების კულტურის მნიშვნელობა
  • მეტყველება და პიროვნების ფსიქოლოგია
  • სამეტყველო აპარატის აგებულება და მოქმედება
  • სამეტყველო სუნთქვა და მისი რეგულირება
  • რელაქსაცია (კუნთების და სუნთქვის სავარჯიშოები)
  • ქართული ანბანის კლასიფიკაცია
  • არტიკულაცია
  • ინტონაციიური თავისებურებანი
  • ენის გასატეხები
  • „რ“ და „ლ“ ბგერის სწორი წარმოთქმა
  • სწორი წარმოთქმა და დარღვევები
  • ემოციების გამოხატვა ბგერებით
  • ტექსტზე მუშაობის წესები.
  • და სხვ.
  • კურსის მიზანია მსმენელს ჩამოუყალიბდეს მჭერმეტყველებისთვის საჭირო მაღალი დონის უნარ-ჩვევები; შეძლოს სწორი და მკაფიო წარმოთქმა; ჩამოუყალიბდეს გაზრდილი დიაპაზონის დახვეწილი ტემბრის ხმა; დამორჩილებული, მოქნილი სუნთქვა; შეიძენოს აზრობრივი და ემოციური ინფორმაციის მიტანის უნარი, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს აუდიტორიაზე; დაეუფლოს აზრის გამოხატვის სამეტყველო საშუალებებს; შეძლოს სამეტყველო ამოცანის შესატყვისი ტექსტის შერჩევა; დაეუფლოს ტექსტის აგების საშუალებებს და აუდიტორიასთან მუშაობის უნარ-ჩვევას.

    კურსის ხანგრძლივობა: 5 თვე;

  • სწავლება წარმოებს კვირაში 2-ჯერ.
  • ერთი თვის სწავლების ღირებულება 4-6 კაციან ჯგუფებში: 120 ლარი.