ახალი საქართველოს საგადასახადო კოდექსი (სრულიკურსი)

საგადასახადო კოდექსისა და კანონმდებლობის შემსწავლელი კურსები
თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით - მოქმედი და დამწყები ბუღალტრებისთვის
კურსს უძღვება მირიან გაბუნია

თუ თქვენ ხართ დამწყები ან პრაქტიკოსი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს წარმომადგენელი, მეწარმე ან უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული პირი ჩვენი კურსი დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველა ნიუანსში, პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოთ ყველა მუხლის მოქმედების არეალი.

მირიანი გაბუნია საგადასახადო აუდიტის სფეროში ერთ-ერთი აღიარებული აუდიტორია. საგადასახადო და დაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით. ძირეულად ფლობს ნებისმიერი ბიზნესკომპანიის საქმიანობის საგადასახადო სპეციფიკასა და ნიუანსებს. მირიან გაბუნია შედის საქართველოს მოქმედ დამოუკიდებელ საგადასახადო აუდიტორთა რეიტინგულ შემადგენლობაში (იხ. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსის 2014 წლის 30 ივნისის N32055 ბრძანება).

სამუშაო გამოცდილება: შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, მთავარ სპეციალისტი; სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამათლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მთავარი აუდიტორი; შპს „GLOBAL CONSULTING", მთავარი აუდიტორი; შპს "მიგა აუდიტი", მთავარი ინსპექტორი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური და ექსპერტიზის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), უფროსი ინსპექტორი.

პროგრამა მოიცავს საგადასადო კოდექსის ყველა თემას:

  • კონკრეტული საქმეების, პრაქტიკული ამოცანების და სიტუაციურ მაგალითებზე განხილული იქნება საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი და მისი ნოვაციები;
  • საგადასახადო კოდექსი განხილული იქნება ცვლილებამდე და ცვლილებების ჩათვლით;
  • გადასახადების მიხედვით, კოდექსის მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნება ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლების არსი;
  • ყველა ასპექტში იქნება განხილული ამა თუ იმ გადასახადზე რისკის მატარებელი ან ბუნდოვანი ჩანაწერი;
  • საგადასახადო ორგანოების მხრიდან განხორციელებული დარიცხვის პრაქტიკის მიხედვით განხილულ იქნება მაგალითები და ასეთ დროს საჭირო მიდგომა;
  • განხილული იქნება კაზუსები და საგადასახადო დავების პრაქტიკა;
  • განხილულ იქნება მსმენელების მიერ წარმოდგენილი მაგალითები, ასევე პრაქტიკაში საწარმოების მიერ დაშვებული დარღვევები და ამ მაგალითების შესაბამისად დავების განმხილველი ორგანოების მხრიდან მიდგომები გამოტანილი გადაწყვეტილებების დამოწმებით, აგრეთვე უახლოესი მანუალების (სიტუაციური სახელმძღვანელო) შესაბამისად;
  • განხილულ იქნება საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და მათი გავლენა გადასახადებზე;
  • კურსებზე იქნება განხილული საქონლის, კაპიტალის, სახმარი ღირებულების, თვითღირებუ¬ლების და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერ¬თობის ზოგადი წარმოდგენისათვის;
  • მიიღებთ მაღალკვალიფიკაციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სირთულის საკითხებზე;
  • ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას;
  • ლექციები ინტერაქტიურია მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს.
  • კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი
    ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი
    ლექციები გაიმართება: კვირაში 3-ჯერ
    სალექციო დრო: სამუშაო დღეებში 19:00. შაბათ-კვირას შეთანხმებით.
    კურსის ღირებულება: 430 ლარი (ჯგუფში 3-4 მოსწავლე)