ბიზნეს კურსი კარიერის მენეჯმენტში: "კარიბჭე ბიზნეს-სამყაროში -
კარიერისთვის აუცილებელი სტრატეგიები, ინსტრუმენტები და უნარები"

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ საქმიანობის რომელი სფერო აირჩიოთ ან გაქვთ პროფესია და ფლობთ შესაბამის დიპლომს ან ხართ თვითგანათლებული და ვერ ახერხებთ დამსაქმებლის დარწმუნებას თქვენს პროფესიონალიზმსა და საჭიროებაში, ვერ ახერხებთ, პიროვნული თვისებებისა თუ სხვა მიზეზთა გამო, საკუთარი თავის უპირატესობა წარმოაჩინოთ კონკურენტთა შორის - მოგვმართეთ, მზად ვართ დაგეხმაროთ.

ტრენინგი საშუალებას მოგცემთ: გაერკვეთ საკუთარ თავში და გამოიკვლიოთ საკუთარი შესაძლებლობები; ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყოყმანის გარეშე სწორად ამოირჩიოთ საქმიანობის სფერო და დაისახოთ მიზანი; დაგეგმოთ კარიერა და ისწავლოთ კარიერული თვითმენეჯმენტი; აღმოაჩინოთ და გამოასწოროთ ხარვეზები და გადალახოთ ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლით სასურველი სამუშაოს მოძიებაში და კარიერულ აღმასვლაში; დაიწყოთ შედეგზე ორიენტირებული მოქმედება -დაგეგმოთ და წარმატებულად განახორციელოთ საკუთარი თავის PR -კამპანია; გახდეთ ბიზნეს-სამყაროს ერთ-ერთი შეუცვლელი კადრი.

ტრენინგ-კურს უძღვება მოწვეული სპეციალისტი „კარიბჭე ბიზნეს-სამყაროში!“ სამუშაოს მაძიებელთა სახელმძღვანელო“-ს ავტორი.

სახელმძღვანელო შექმნილია თანამედროვე ბიზნეს-სამყაროს უცხოურ და ქართულ რეალობაში დამკვიდრებული ტენდენციების, დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით და წარმოადგენს ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას.კურსი წარმოადგენს საავტორო პროგრამას და მისი მიზანია სამუშაოს მაძიებელთა დახმარება 7-საფეხურიანი კარიერის დაგეგმვის პროცესის მეშვეობით. ტრენინგი მოიცავს 7 მოდულს:

1. კარიერის მენეჯმენტი: საძირკველის მომზადება;
2. საკუთარი თავის შეფასება პროფესიონალების მიერ შედგენილი მრავალფეროვანი ტესტებით;
3. გამოიკვლიე კარიერები;
4. შექმენი გეგმა და დაისახე მიზანი;
5. გაზარდე უნარები;
6. იპოვე სამუშაო
7. კარიერის მენეჯმენტი: განაგრძე წინსვლა.

სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილის სრულ ჩართულობას პროცესში; ტრენინგის მსვლელობისას მსმენელს შესაძლებლობა ექნება სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენებით თავად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა ასპექტში;

ამ შვიდსაფეხურიანი სტრატეგიის კონცეფციის გააზრების, მიღებული ინფორმაციის დაუფლების, საჭირო ინსტრუმენტებისა და უნარ-ჩვევების შეძენის შემდეგ ტრენინგის მონაწილენი შეძლებენ საკუთარი თავისა და უნარების ობიექტურ შეფასებას; გახდებიან მეტად თავდაჯერებულნი საკუთარ შესაძლებლობებში; შეიძენენ მიზნების სწორად დასახვისათვის აუცილებელ უნარებს.

ტრენინგის შემდგომ, შეძენილი ცოდნის შედეგად, მსმენელთა შანსი წარმატებით დასაქმებისა და კარიერული ზრდისათვის იქნება მეტი, ვიდრე ტრენინგამდე!

  • კურსის ხანგრძლივობა: 14 სემინარი;
  • კურსის ღირებულება: 300 ლარი.
  • ასევე, გთავაზობთ გაიაროთ მოკლე ტრენინგ-კურსი სამუშაოს მაძიებელთათვის:

    თანამედროვე შრომითი ბაზარზე შექმნილი მაღალკონკურენტული გარემო მოითხოვს არამარტო პროფესიულ განათლებას, არამედ სასურველი სამუშაოს უმოკლეს დროში მოძიებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ქონას.

    ILC თქვენთვის მუშაობს! თქვენი წარმატება ILC -ს წარმატებაა!

    სამუშაოს მაძიებლებისათვის გამიზნული სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

    1. საქართველოს შრომითი ბაზრის მიმოხილვა-დღეისათვის პოპულარული პროფესიები;
    2. სამუშაოს მოძიების სხვადასხვა წყარო, მათი სწორად გამოყენება;
    3. რეზიუმე/CV-არსი; დანიშნულება, ევროპული და ამერიკული ფორმატი; რეზიუმეს ვიზუალური გაფორმება;
    4. სამოტივაციო წერილი - დანიშნულება, მიზნობრივი დატვირთვა, სტრუქტურა;
    5. 10 მთავარი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენის დროს;
    6. გასაუბრება - ინტერვიუ: როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის; 10 ძირითადი კითხვა, რომელსაც მოისმენთ გასაუბრების დროს დამსაქმებლისაგან;
    7. როგორი უნდა იყოს წარმატებული თვითპრეზენტაცია; დრეს-კოდი; ინფორმაციის გადაცემის ვერბალური და არავერბალური გზა.

    სწავლებისას უზრუნველყოფილია მონაწილის სრული ჩართულობა პროცესში; ტრენინგის მსვლელობისას მსმენელს შესაძლებლობა ექნება სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენებით თავად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა ასპექტში.

  • კურსის ხანგრძლივობა- 4 სემინარი;
  • ღირებულება : ჯგუფი-50 ლარი; ინდივიდუალურად- 70 ლარი.


  • ტრენინგი „ეფექტური მშობლობის სკოლა“:

    ტრენინგს უძღვება ბავშვთა ნევროლოგიაში 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმი, ნეირომეცნიერების დოქტორანტი. სასწავლო პროგრამა შედგენილია აღზრდისა და სწავლების თანამედროვე, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული „მშობელთა მენეჯმენტის ტრენინგის“ მეთოდის მიხედვით. ეს არის თეორიული ინფორმაციისა და პრაქტიკული სავარჯიშოებისაგან შედგენილი ეტაპობრივი სისტემა, რომელსაც მშობლები ჩვეული „დირექტიული“ და „ავტორიტარული“ როლიდან გადაჰყავთ უფრო პასიურ, „არადირექტიულ“, მეგობრულ და, შედეგად, ეფექტურ მდგომარეობაში. თქვენ შეიტყობთ, რატომ: ჭირვეულობს ბავშვი; აწყობს ისტერიკას და ავლენს სისასტიკეს; არ მოქმედებს დასჯა; გაიგებთ, როგორ: ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი სურვილების მკაფიოდ გამოხატვა; არ მიაყენოს დისკომფორტი გარშემომყოფებს; გადავცეთ საკუთარი გამოცდილება ზეწოლის და ბავშვისგან წინააღმდეგობის გარეშე; განვავითაროთ ინიციატივა, დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა.
    6 სემინარი. ფასი: 150 ლარი.