თურქული ენის შემსწავლელი კურსი

სასწავლო ცენტრი "აიელსი" გთავაზობთ თურქული ენის შემსწავლელ კურსებს. მასწავლებლად მოწვეულია პროფესიონალი პედაგოგი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს თურქეთში და აქვს თურქული ენის მასწავლებლად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

თურქული ენის ზოგადი კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. სასწავლო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოთ დამოუკიდებლად საუბარი. სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით (6 დონე: A1, A2, B1, B2, C1, C2).
.
A1- A2 შეისწავლება: წერა-კითხვა, გრამატიკის საფუძვლები, სიტყვების სწორად გამოთქმა, მარტივი წინადადებების აგება და მარტივი საკომუნიკაციო ენა.
.
B1- B2 შეისწავლება: გრამატიკის სრული კურსი, დამოუკიდებლად საუბარი ნებისმიერ სიტუაციაში, ზოგადი სამეცნიერო თემატიკა, პრესისა და მედიის აღქმა-გაანალიზება და თარგმანი, ენისთვის დამახასიათებელი დიალექტების დახვეწა.
.
C1- C2 შეისწავლება: პროფესიონალურ დონეზე თურქულ ენაზე საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დახვეწა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა.
.
სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება აუდიო მასალები, თურქული ენის თამანედროვე სასწავლო დადამხმარე კლასგარეშე ლიტერატურა: Dilseti,Tőmer,Adım Adım Tűrkçe, Tűrkçe Őğreniyoruz, Gőkkuşaği Tűrkçe, Hitit. ასევე თურქული ენის სახელმძღვანელოები ირინე გოცირიძის, ელიდა კვანტალიანის და ნანა ჯანაშიას ავტორობით.

კურსის გავლის შემდეგ ტარდება სასერთიფიკატო გამოცდა. წარჩინებულ სტუდენტებს რეკომენდაციას გავუწევთ თურქულ კომპანიაში სამუშაოდ.
.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ასევე გაიარონ მოკლევადიანი კურსი (2-3 თვე).
.
კორპორაციული კლიენტებისათვის მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია როგორც თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის თვალსაზრისით), ასევე ჩვენთან, თქვენთვის სასურველ საათებში.
.
სპეციალური შეთავაზება თურქელენოვან მსურველებს ისწავლონ ქართული ენა. გაგვაჩნია შესაბამისი ლიტერატურა ნიკოლაიშვილის და ილურიძის ავტორობით.



ერთი თვის სწავლის ღირებულება თითოეულ მოსწავლეზე შეადგენს:
  • კვირაში 3-ჯერ: ჯგუფში 3-6 მოსწავლე 100 ლარი. წყვილში 120 ლარი.
  • კვირაში 2-ჯერ: ჯგუფში 3-6 მოსწავლე: 80 ლარი, წყვილში 100 ლარი.
  • პროფესიული მიმართულებები: 120 ლარი (ჯგ), 140 (წყ).
  • გაირე თურქული ენის კურსი და მონაწილეობა მიიღე
    უპრეცენდენტო გაცვლით პროგრამაში თურქეთის რესპუბლიკაში!


    თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაიაროთ თურქული ენის შემსწავლელი კურსი ანკარის უნვერსიტეტთან არსებულ თურქული ენის შემსწავლელ ცენტრში „TOMER“. ცენტრს თურქეთში აქვს 10 ფილიალი. სწავლის დამთავრების შემდეგ გაიცემა თურქულ-ინგლისურენოვანი სერთიფიკატი. წამსვლელ ჯგუფს მიყვება თურქული ენის ლექტორი, რომელიც იზრუნებს ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოებასა და მათ კომფორტულ დაბინავებაზე.

    -სწავლების ხანგრძლივობა: ორი კვირა;
    -სასწავლო საათების მოცულობა - 40 საათი;
    -საერთო საცხოვრებელი: „მასწავლებლის სახლი“ სასწავლებიდან 500 მეტრში, სურვილისამებრ 1, 2 და 3 ადგილიანი ოთახები ინდივიდუალური სველი წერტილებით;
    -კვება: საუზმე უფასო, სადილი - სპეციალური ფასდაკლებით;
    -სასწავლო მასალები: გადმოგეცემათ ადგილზე;
    -სამოგზაურო დაზღვევა: უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრი.

    სერვისის მთლიანი ღირებულებაა 750 $ (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (თანხა არ მოიცავს მგზავრობის ღირებულებას და დამატებით ხარჯებს).

    პირველი ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება 15 ნოემბერს! იჩქარეთ!
    ისწავლეთ თურქული ენა თურქეთში პროფესიონალ პედაგოგებთან და მიიღეთ მსოფლიოში აღიარებული თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი!
    დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: 227 36 01, 277 62 06, 595 424989