გთავაზობთ სასწავლო კურსების ფართო არჩევანს და სწავლაზე ორიენტირებულ გარემოს:

თანამედროვე სამყარო გვაიძულებს არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები ახალი ცოდნის მიღების გზით. გთავაზობთ, როგორც პროფესიულ გადამზადებას, ასევე პირველად სწავლებას. ჩვენთან დაგხვდებათ თქვენს შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო პროგრამები და პროფესიონალი პედაგოგები. მოგვმართეთ ნებისმიერ ეტაპზე ბავშვებმა, ახალგზარდებმა, ზრდასრულებმა და ხანდაზმულებმა.ჩვენთან თეორიულ ცოდნასთან ერთად, დაეუფლებით პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომის ბაზარზე.

"აიელსი" გთავაზობთ სასწავლო კურსებს:

ჩვენთან სწავლობენ:
სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, დროებით უმუშევრები, კორპორატიული ჯგუფები, უცხოეთში სასწავლებლად ან სამუშაოდ მიმავალი პირები, ახალგაზრდები და ზრდასრულები, ქართველები და უცხოელები.

ჩვენთან ასწავლიან:
მაღალკვალიფიციური, ხანგრძლივი პედაგოგიური გაამოცდილების მქონე პროფესიონალები, დარგის თვალსაჩინო სპეციალისტები. მათ შორის არიან სამეცნიერო ხარისხის მფლობელები, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები. ჩვენი ყველა პედაგოგი არის პრაქტიკოსი-სპეციალისტი იმ დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის. ამიტომ მათთან ურთიერთობა ფასდაუდებელი გამოცდილებაა.

ჩვენი სწავლების მეთოდები:
სასწავლო პროცესი დამყარებულია პროფესიონალების მიერ შემუშავებულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო ვიზუალურ, აუდიო და ვიდეო მასალას; თანამედროვე სახელმძღვანელოებს. ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ჩვენი პედგოგების საავტორო კურსს, რომელიც მათ შექმნეს მრავალწლიანი გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე.

მსმენელთა ორგანიზება:
სწავლება წარმოებს 5-6 კაციან ჯგუფებში, ზოგიერთი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მინი-ჯგუფებს: 3-4 მსმენელი. თქვენი სურვილისამებრ, ასევე შესაძლებელია სწავლება როგორც წყვილებში, ისე ინდივიდუალურად.

გაკვეთილების ცხრილი:
გაკვეთილები მიმდინარეობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10 სთ-დან საღამოს 21 სთ-მდე. თითოეული სასწავლო კურსისთვის განსაზღვრულია მეცადინეობის ხანგრძლივობა. ზოგიერთი კურსი მოიცავს საფეხურებსა და დონეებს.

სერტიფიკატი:
თითოეული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ ტესტირების საფუძველზე მსმენელი მიიღებს ორენოვან (ქართულ/ინგლისურ) სერტიფიკატს. წარჩინებულ მსმენელებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი.