სამასწავლებლო გუნდი:
ჩვენთან კურსებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური, ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საქართველოსა და უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე უცხოეთში გავლილი აქვთ სტაჟირება, აქვთ სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. გაიზიარეთ მათი ცოდნა და გამოცდილება.

თეონა ყაფლანიშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს, ასევე ზოგადი ინგლისური ენის კურსს მოზრდილთათვის, ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილებს 6-9 წლის ბავშვებისთვის, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს, ასევე სასწავლებლად და სამუშაოდ უცხოეთში მიმავალ სტუდენტებისთვის სწრაფშემსწავლელ კურსს. ასწავლის ქართულს ინგლისურენოვან მსურველებს.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურა ინგლისური ენის სპეციალობით.
პროფესიული ტრენიგები: გავლილი აქვს ინგლისური ენის ტრენინგ-კურსები: teaching Speaking Skills through Video Lessons (British Council), Classroom Language (ETAG), Primary teacher Training Online (British Council), Preparing Students Successfully for ELT Exams, Language Development (ETAG). ჩაბარებული აქვს ინგლისური ენის მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა და გამოცდის შედეგების მიხედვით წარმოადგენს საუკეთესოთა ათეულს.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლიდა ინგლისურ ენას თბილისის 24-ე საჯარო სკოლასა (1-12 კლ) და ინგლისური ენის სპეციალიზირებულ სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში. აქვს ხანგრძლივი კერძო პედაგოგიური პრაქტიკა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

შორენა შინჯიკაშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ინგლისური ენის ზოგად კურსს ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ და IELTS საგამოცდო კურსს.
განათლება: დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახ. უცხო ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებლის საბაკალავრო აკადემიური ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა მაასტრიხტის ბიზნეს სკოლის (ჰოლანდია) ასპირანტურა.
პროფესიული ტრენიგები: წარმატებით ჩააბარა IELTS.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობდა საგამომცემლო სახლში „კვირის პალიტრა“ ინგლისურენოვანი ჟურნალის „Georgian Journal”-ის ინტერნეტმიმომხილველად. ამზადებდა გამოცემის ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სტატიებს. წარმოადგენდა კომპანია „ქარვას“ დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე საერთაშორისო დარგში. აწარმოებდა მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან. აქვს ინგლისური ენის სწავლების კერძო პრაქტიკა. ენას ასწავლიდა, როგორც სასკოლო ასაკის ახალგაზრდებს, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ,ინგლისურ,გერმანულ ენებს.

ეკატერინე ყულიშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი.

ჩვენს ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ და ზოგადი ინგლისური ენის კურსს. ასწავლის ქართულ ენას ინგლისურენოვან მსურველებს.
განათლება: ინგლისური სკოლის შემდეგ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობით.
პროფესიული ტრენინგები: გავლილი აქვს ტრენინგი ინგლისური ენის მასწვლებლებისთვის, ჩაბარებული აქვს: Cambridge EZOL Examinations ELLC.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლიდა ინგლისურ ენას რკინიგზის დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტებს, მიწვეული იყო თბილისის მერიის მიერ ინგლისური ენის მასწავლებლად, ასევე მუშაობდა თბილისის 74-ე საჯარო სკოლასა (1-12 კლ) და ინგლისური ენის სპეციალიზირებულ სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში. აქვს მრავალფეროვანი პედაგოგიური პრაქტიკა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან.
სხვა: ფლობს ქართულ, ინგლისურ ენებს.

ჟანა ხელაშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ზოგადი ინგლისური ენის კურსს აბტურიენტებისა და მოზრდილებისთვის.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი- ინგლისური ფილოლოგია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა-ანგლისტიკა.
ინგლისუენოვანი სემინარები და კონფერენციები: რესპუბლიკური კონფერენცია ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირება; საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია: გამოწვევები და პერსპექტივები; გონების ცნება ჰეგელის ფილოსოფიაში და სხვა.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობდა დირექტორის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების დარგში. თანამშრომლობს სასწავლო ცენტრებთან, აქვს კერძო პედაგოგიური პრაქტიკა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

ნინო ავაქიშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ზოგადი ინგლისური ენის კურსს.
განათლება: დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ინგლისური ენა და ლიტერატურა, ანგლისტიკა.
პროფესიული ტრენიგები: ჩაბარებული აქვს ინგლისური ენის მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა. ფლობს კემბრიჯის ინგლისური ენის ცოდნის დამადატურებელ საერთაშორისო სერტიფიკტს.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლიდა ინგლისურ ენას თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია “აია-ჯესს”-ში, თანამშრომლობს სასწავლო ცენტრებთან, აქვს კერძო პედაგოგიური პრაქტიკა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

თათია ბარკალაია, ინგლისური ენის პედაგოგი

ჩვენს ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ და ზოგადი ინგლისური ენის კურსს.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტი, სპეციალობით - ინგლისური ენის ფილოლოგი.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლის ინგლისურ ენას თბილისის სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში. აქვს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და ზრდასრულ მსურველებთან მუშაობის მრავალფეროვანი პედაგოგიური პრაქტიკა.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

ლეილა ციცუაშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება კემბრიჯის საერთაშორისო სასერტიფიკატო (PET, KET, FCA, CAE, IELTS, TOEFL) გამოცდისთვის მოსამზადებელ, ზოგადი და პროფესიული ინგლისური ენის კურსს. ასწავლის ქართულ ენას ინგლისურენოვან და რუსულენოვან მსურველებს.
განათლება: საქართველოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია. თბილისის საერთაშორისო სახლის მიერ მასზე გაიცა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ენის ფლობას „Post-advanced” საფეხურზე. რაც გულისხმობს ინგლისური, როგორც მეორე ენის ფლობას ენის მატარებლის დონეზე. ჩაბარებული აქვს: Cambridge EZOL Examinations CAE, Cambridge EZOL Examinations FCE, University Of Cambridge TEACHING KNOWLEDGE TEST – module 1, module 2, module 3.
პროფესიული ტრენინგები: ETAG – Training in MILLT (more Learning, Less Teaching), MELT – Modern English Language teaching training course: Developing Academic Writing Skills.
სამუშაო გამოცდილება: ილიას სახ. უნივერსიტეტში ასწავლიდა ბიზნეს და ზოგად ინგლისურს. ამზადებდა სალექციო და საგამოცდო მასალებს. იბარებდა გამოცდებს. ასევე ინგლისური ენის კურსს უძღვებოდა ინგლისური ენის ინტენსიური სწავლების კოლეჯში სხვადასხვა ასაკის ჯგუფებთან. აქვს ინგლისური ენის ქალანის მეთოდით სწავლების გამოცდილება.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ებრაულ, ინგლისურ ენებს.

რუსუდან მაღულარია, გერმანული ენის, ისტორიის პედაგოგი.

ჩვენს ცენტრში უძღვება გერმანული ენის კურსს, ასევე ისტორიის, ზოგადი უნარების (ვერბალური ნაწილი) და მენეჯმენტის მიმართულებას.
განათლება: წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლა განაგრძო და დაამთავრა დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახ. უნივერსიტეტის მაგისტრატურა ახალი და უახლესი ისტორის, აღმოსავლეთ ევროპის კულტურა და ისტორია, ძველი გერმანული ფილოლოგიის სპეციალობით. დიუსელდორფის უნივერსიტეტში გავლილი აქვს ეკონომიკური გერმანული ენის კურსი.
პროფესიული ტრენიგები: პრაქტიკა გაირა დუსელდორფის მუზეუმში. დორმაგენის ზოგადსაგანმანათლევლო სკოლაში, დუსელდორფის უმაღლეს სკოლაში. გავლილი აქვს უამრავი ტრენინგი, მათ შორის ტრენინგი გერანული ენის პედაგოგთათვის (გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში), ასევე გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა უცხოელთათვის.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ ენებს.

მაია გოგოჭური, გერმანული ენისა და საოფისე პროგრამების პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში ასწავლის გერმანული ენას და საოფისე პროგრამების შემსწავლელ კურსს.
განათლება: დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მთარგმნელი-რეფერენტი, გერმანული ენა).
სამუშაო გამოცდილება: აქვს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის მრავალფეროვანი პრაქტიკა. თბილისის სასწავლო ცენტრებში ასწავლის გერმანულ ენასა და საოფისე პროგრამებს.
სხვა: ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ ენებს.

მაია სიჭინავა, რუსული ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება რუსული ენის შემსწავლელ კურსს.
განათლება: დაამთავრა ეკატერინბურგის პუშკინის სახელობის პედაგოგიური სასწავლებელი, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
სამუშაო გამოცდილება: აქვს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ სააგენტოებთან, თარჯიმანთა ბიუროებთან, სასწავლო ცენტრებთან. ასწავლის რუსულენოვან მსურველებს ქართულ ენას.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

სტელა ტუფურია, რუსული ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება რუსული და ქართული ენის შემსწავლელი კლუბს.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსული ფილოლოგია (ბაკალავრი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების ადმინისტრირება (მაგისტრი).
სამუშაო გამოცდილება: მრავალეროვანი საქართველო PMMG -მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ტრენერი; საერთაშორისო ორგანიცაცია CISV-GEORGIA ტრენერი/ლიდერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო -„საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო“ პროექტი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი; FRANCE CISV Step Up Camp (საერთაშორისო პროექტი) "True Colours" დელეგაციის ხელმძღვანელი; cenn - ყველაფერი ნარჩეების მართვის შესახებ-ტრენერი/ლიდრი; საერთაშორისო პროექტი მოლდოვაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ცენტრი "Agting through game" - მოლდოვა ხელმძღვანელი/ფასილიტატორი; EMT-ლიდერული არდადადაგები-2 - ტრენერი/ლიდერი.
პროფესიული ტრენინგები და მიღწევები: Body Language, ინკლუზიური განათლება, კონფლიქტის მართვა, ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების სპეციპიკა (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი); მომავალ ლიდერთა კლუბი (CISV-GEORGIA); ეფექტური კომუნიკაცია (EMT); ფასეულობითი განათლება ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში(EMT); საერთაშორისო პროგრამა UKRAINE EXCHANGE, საერთაშორისო პროექტი Center for European Initatives, სლავსკე, მენეჯმენტი და შიდაკომუნიკაცია (CTC).
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს. -.




ირინა დემეტრაძე, რუსული ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება რუსული ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის.
განათლება: დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლიდა რუსულ ენას თბილისის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. აქვს ენის სწავლების ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება სხვადასხვა ასაკობრივ და მიზნობრივ ჯგუფებთან.
სხვა: ფლობს რუსულ, ინგლისურ, ქართულ და ბულგარულ ენებს.

მარინა ჭიპაშვილი , თურქული ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება თურქული ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის. ასწავლის ქართულ ენას თურქულენოვან მსურველებს.
განათლება: დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობა - თურქული ენა და ლიტერატურა.
პროფესიული ტრენინგები: გავლილი აქვს თურქეთის განათლების სამინისტროსთან არსებული ტრენინგ-კურსი თურქლი ენა და კულტურა.
სამუშაო გამოცდილება: აქტიურად თანამშრომლობს თურქულ-ქართულ კომპანიებთან, სათარჯიმნო ბიუროებთან (ზეპირი და წერილობითი თარგმანი), მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში თურქულენოვან პარტნიორებთან ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოში თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაშატში, თბილისის სასწავლო ცენტრებში ქართულენოვან მსურველებს ასწავლის თურქულ ენას, ასევე აქვს ხანგრძლივი პრაქტიკა თურქულენოვანი მსურველებისთვის ქართული ენის სწავლების მიმართულებით.
სხვა: ფლობს ქართულ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ, ენებს.p>

ხათუნა ხანიაშვილი, თურქული ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება თურქული ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის. ასწავლის ქართულ ენას თურქულენოვან მსურველებს.
განათლება: დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობა - თურქული ენის პედაგოგი, თარჯიმანი.
სამუშაო გამოცდილება: აქტიურად თანამშრომლობს თურქულ-ქართულ კომპანიებთან, სათარჯიმნო ბიუროებთან (ზეპირი და წერილობითი თარგმანი), მუშაობდა თურქული ენის ლექტორად, თბილისის სასწავლო ცენტრებში ქართულენოვან მსურველებს ასწავლის თურქულ ენას, ასევე აქვს ხანგრძლივი პრაქტიკა თურქულენოვანი მსურველებისთვის ქართული ენის სწავლების მიმართულებით.
სხვა: ფლობს ქართულ, თურქულ, რუსულ ენებს.

ელენე ოსიპოვა, იტალიური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება იტალიური ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისთვის, ასევე საერთაშორისო სადიპლომო გამოცდისთვის (PLIDA) მოსამზადებელ კურსს. იტალიურ ენას ასწავლის ქართულენოვან, რუსულენოვან და ინგლისურენოვან მსურველებს.
განათლება: ფლობს იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო დიპლომს PLIDA (C1).
სამუშაო გამოცდილება: ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას, აქვს იტალიური ენის სხვადასხვა ასაკის მსმენელებისთვის სწავლების გამოცდილება.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ ენებს.

ეთერ მურვანიძე, ესპანური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ესპანური ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის.
განათლება: დაამთავრა ი.ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომანული ენების ესპანური განყოფილება.
პროფესიული ტრენინგები: გავლილი აქვს თურქეთის განათლების სამინისტროსთან არსებული ტრენინგ-კურსი თურქლი ენა და კულტურა.
სამუშაო გამოცდილება: აქტიურად თანამშრომლობს სათარჯიმნო ბიუროებთან, მუშაობდა სერვანტესის სახ. გიმნაზიაში ესპანურის მასწავლებლად, თბილისის სასწავლო ცენტრებში ქართულენოვან მსურველებს ასწავლის ესპანურ ენას.
სხვა: ფლობს ქართულ, ესპანურ, ინგლისურ ენებს.

ლელა (ლიკა) ეზუგბაია, იტალიური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება იტალიური ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისთვის, ასევე საერთაშორისო სადიპლომო გამოცდისთვის (PLIDA) მოსამზადებელ კურსს. იტალიურ ენას ასწავლის ქართულენოვან, რუსულენოვან და ინგლისურენოვან მსურველებს.
განათლება: დაამთავრა რომის კერძო უნივერსიტეტი LUMSA (სამაგისტრო პროგრამა-სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და მართვა), რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი „“რომა ტრე“ (სამაგისტრო პროგრამა - იტალიანისტიკაში), პერუჯის უნივერსიტეტი უცხოელებისთვის, იტალიური ენის C2 დონის კურსი (მიმართულება-ტექნიკურ-კომერციული ენა), თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პედაგოგიკის ფაკულტეტი, წარჩინებით.
პროფესიული ტრენინგები: FORUM PA 2015, რომი - Service Design Thinking საჯარო სექტორში: ექსპერიმენტი და თანამშრომლობა, FORUM PA 2015, რომი - მომავლის დაგეგმვა: ინფორმაციის დამახსოვრების, გადამუშავების და გადაცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, იტალიური ენის ცენტრი Edulingua მაჩერატას უნივერსიტეტი (იტალია)-იტალიური ენის სწავლება უცხოელებისათვის და გადამზადების კურსი იტალიური ენა საზღვარგარეთ მოღვაწე იტალიური ენის პედაგოგებისათვის, პერუჯის უნივერსიტეტი უცხოელებისთვის - გადამზადების კურსი იტალიური ენა საზღვარგარეთ მოღვაწე იტალიური ენის პედაგოგებისათვის.
სამუშაო გამოცდილება: რომის სასამართლო - თარჯიმანი, ტექნიკური კონსულტანტი, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში - მდივანი-კანცელარიის გამგე, თბილისის იტალიური აკადემია -დამფუძნებელი, დირექტორი, იტალიური ენის პედაგოგი, დანტე ალიგიერის საზოგადოება (თბილისი) - იტალიური ენის პედაგოგი, იტალიური ენის სასერტიფიკაციო ცენტრი PLIDA - გამომცდელი (ზეპირი გამოცდა), გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის პედაგოგი, ქართულ-ევროპული უნივერსიტეტი - იტალიური ენის ლექტორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა თარჯიმნად თბილავიამშენში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციში, მარნეულის სასურსათო ქარხანაში, იტალიის ტელეარხზე Rai Tre, მოდის საერთაშორისო ფესტივალი Medmoda - თარჯიმანი პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში.
სხვა: ფლობს ფლობს ქართულ, იტალიურ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

ლევან თოდუა, ესპანური ენის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ესპანური ენის ზოგად და პროფესიულ კურსს მოზრდილებისთვის, ასევე საერთაშორისო სადიპლომო გამოცდისთვის (DELE) მოსამზადებელ კურსს. ესპანურ ენას ასწავლის ქართულენოვან, რუსულენოვან და ინგლისურენოვან მსურველებს.
განათლება: განათლება მიღებული აქვს საქართველოს და მადრიდის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე დაამთავრა ESCUELA OFICIAL DE IDIOMAS DE MADRID.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ესპანური ენის ლექტორად, აქვს თარჯიმნად მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება მადრიდის სხვადასხვა კომპანიებში. აქვს ესპანური ენის სხვადასხვა ასაკის მსმენელებისთვის სწავლების ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება.
სხვა: არის წიგნის "ესპანური ენის გრამატიკა და პრაქტიკული სავარჯიშოები" ავტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ესპანეთის წამყვან გამოცემებში. ფლობს ქართულ, რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებს.

ეკა შავერდაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

ჩვენს ცენტრში ასწავლის ქართულ ენასა ქართველ და არაქართველ მსურველებს. მან ქართულად აალაპარაკა არაერთი ჩვენი უკრაინელი, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქე. ამზადებს აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
განათლება: დაამთავრა ილიას სახ. უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
პროფესიული ტრენიგები: ჩაბარებული აქვს პედაგოგთა ეროვნული სასერტიფიკატო გამოცდა. გავლილი აქვს უამრავი ტრენინგი. მათ შორის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები; ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდები; ინტერაქტიური სწავლება, კრიტიკული აზროვნება.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს თბილისის საჯარო სკოლაში. აქვს 23 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, აბიტურიენტებთან მუშაობის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკა, კარგად იცნობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და საგამოცდო პროგრამებს, აქვს რუსულენოვანი მოსწავლეებისთვის ქართული ენის სწავლების საკუთარი საავტორო პროგრამა.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ფრანგულ ენებს.

მაია ნანდოშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ზოგადი უნარების, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

ჩვენს ცენტრში ასწავლის ქართულ ენასა ქართველ და არაქართველ მსურველებს. მან ქართულად აალაპარაკა არაერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი. ამზადებს აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობდა მეთოდისტად, ტურისტულ კომპანიაში უცხოელ სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერად და გიდად, აქვს აბიტურიენტებთან მუშაობის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკა, კარგად იცნობს ეროვნული გამოცდების პროგრამებსა და საგამოცდო ნიუანსებს, ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს, არაქართულენოვან აბიტურიენტებს, აქვს უცხოელებისთვის ქართული ენის სწავლების ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

ანა გოლუბიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ქართული ენის კურსს უცხოელებისa და აბიტურიენტებისთვის.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართული ფილოლოგია
სამუშაო გამოცდილება: მუშობდა უნივერსიტეტთან არსებული არაქართულენოვანი სექტორის გადასამზადებელი ცენტრის მოწვეული ლექტორად. თანამშრომლობს სასწავლო ცენტრებთან, აქვს კერძო პედაგოგიური პრაქტიკა უცხოელებისთვის ქართული ენის სწავლების მრავალფეოვანი პრაქტიკა. შემუშავებული აქვს ენის სწავლების საავტორო მეთოდი.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

დიანა ივანიძე, მათემატიკისა და ზოგადი უნარების პედაგოგი.

ჩვენს ცენტრში უძღვება მათემატიკისა და ზოგადი უნარების კურსს მოსწავლეების, აბიტურიენტების, მაგისტრანტებისა და სამუშაოს მაძიებელთათვის.
განათლება: დაამთავრა საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი. მიენიჭა მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება: აქვს ზოგადი უნარებისა (ვერბალური და მათემატიკური ნაწილის) და მათემატიკის სწავლების 8 წლიანი გამოცდილება.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ირაკლი ძოწენიძე, მათემატიკისა და ზოგადი უნარების პედაგოგი.

ჩვენს ცენტრში უძღვება მათემატიკისა და ზოგადი უნარების კურსს მოსწავლეების, აბიტურიენტების, მაგისტრანტებისა და სამუშაოს მაძიებელთათვის.
განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა.
სამუშაო გამოცდილება: აქვს აბიტურიენტების მომზადების ხანგრძლივი კერძო პრაქტიკა უნარებსა და მათემატიკაში. მუშაობდა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების ცენტრში ზოგადი უნარების მოწვეულ პედაგოგად; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მათემატიკისა და ბიომექანიკის დეპარტამენტში სამედიცინო ინფორმატიკის, მათემატიკის მოწვეულ პედაგოგად; მეექვსე საავტორო სკოლაში მათემატიკისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგად; მოწვეულ სპეციალისტად ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტში, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და `ქართული ენციკლოპედია~-ში მოწვეულ სპეციალისტად, ასევე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატში ინფორმაციის დამუშავების ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტ-პროგრამისტად; კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში კომპიუტერიზაციის სექტორის გამგედ.
სხვა: ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

რიმზი ბექაური, მათემატიკის პედაგოგი.

ჩვენს ცენტრში უძღვება მთემატიკისა კურსს მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის.
განათლება: მუშაობდა თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში 7-12 კლასის მათემატიკის მასწავლებლად. აქვს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან და აბიტურიენტებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
სამუშაო გამოცდილება: მათემატიკის მასწავლებელთა გადამზადების კურსები საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი. სერთიფიკატი: მათემატიკის ცოდნა და მისი სწავლების მეთოდიკა.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ ენებს.

მზია კახურაშვილი, ბუღალტერიის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ბუღალტერიის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე საწარმოს ხლმძღვანელებისთვის.
განათლება: დაამთავრა ეკონომიკური ინსტიტუტი საბუღალტრო აღრიცხვა და სამეურნეო საქმის წარმოება.
სამუშაო გამოცდილება: არის მოქმედი ბუღალტერი. აქვს ბუღალტერიის სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება. ბუღალტერიის კურსი ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა.
სხვა: ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ნარგიზა ხასია, საბიუჯეტო ბუღალტერიისა და სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირების მასწავლებელი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება კურსს ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება.
განათლება: დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება: ამჟამად მუშაობს სსიპ-ში შესყიდვების კოორდინატორად. მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი ბუღალტრად.
სხვა: ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

მარინა შაიაშვილი, კომპიუტერული ბუღალტერიის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება კომპიუტერული საბურალტრო პროგრამების ორისის და სუპერფინის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსს დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის.
სამუშაო გამოცდილება: არის მოქმედი ბუღალტერი. აქვს აღნიშნული პროგრამების სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება. კომპიუტერული ბუღალტერიის კურსი ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა.
სხვა: ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

გიორგი ხვედელიძე, ვებ-დიზაინისა და გრაფიკული დიზაინის მასწავლებელი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ვებ-დიზაინისა და გრაფიკული დიზაინის კურსს: HTML, CSS, PHP, MYSQL, DREAMWEAVER, CorelDraw, Photoshop, 3ds max.
განათლება: დაამთავრა გორის უნივერსიტეტი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობდა კომპიუტერულ ფირმებში maxtop, orbita electronix, ინტელექტ გორგია, ამწყობ-ინსტალატორად და გაყიდვების მენეჯერად, აკადემია“ერისიმედი“ საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი (web design). სასაწვლო ცენტრებში ასწავლის ვებ-დიზაინსა და გრაფიკულ პროგრამებს.
სხვა: ფლობს ქართულ, თურქულ, ინგლისურ ენებს.

დავით ჭიკაძე, არქიტექტურული, სადიზაინერო-პოლიგრაფიული პროგრამების პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში ასწავლის გრაფიკულ პროგრამებს: ქორელი, ილუსტრატორი, ინდიზაინი, ფოტოშოპი, 3დ მაქსი, აუტოკადი, არხიკადი.
განათლება: დაამთავრა თბილისის სახ. სამხატვრო აკადემია გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციების სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება: აქვს კონსტრუქტორ-დიზაინერად, სარეკლამო მასალების (ფლაერი, პლაკატი, კატალოგი და სხვა) დიზაინერად მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სარეკლამო ფირმებსა და გამომცემლობებში. ასევე აქვს გრაფიკული პროგრამების სწავლების გამოცდილება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. ასევე მუშაობდა კომპიუტერული პროგრამების მოწვეულ მასწავლებლად პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჟურნალისიტიკის ფაკულტეტზე; `სდასუ~-ში დიზაინერ- დამკაბადონებლად; პარალელურად ასწავლიდა სტუდენტებს საოფისე და გრაფიკულ პროგრამებს.
სხვა: ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.

ნათია ფონიავა, საოფისე პროგრამების პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება საოფისე პროგრამების კურსს.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ინფორმატიკის სპეციალობით .
სამუშაო გამოცდილება: უძღვება საოფისე პროგრამების კურსს თბილისის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. აქვს საოფისე პროგარმების სწავლების გამოცდილება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან.
სხვა: ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.

ნინელი ხურცია, საოფისე პროგრამების პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება საოფისე პროგრამების, მათ შორის გაძლიერებული ექსელის კურსს.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მიმართულება - კომპიუტერული მეცნიერებები.
სამუშაო გამოცდილება: ასწავლის საოფისე პროგრამების გაძლიერებულ კურსს თბილისის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. აქვს საოფისე პროგარმების სწავლების გამოცდილება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან.
სხვა: ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.

ლელა ლიპარტელიანი, პერსონალის მართვის მენეჯმენტის კურსის პედაგოგი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება პერსონალის მართვის მენეჯმენტის კურსს და ტრენინგ-პროგრამას.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (სამუშაო და ორგანიზაციული ფსიქოლოგია) მაგისტრატურა, სწავლობს დოქტურანტურაში. გაიარა MBA კურსი თურქეთში "Kavrakoglu" Management Institute.
პროფესიული ტრენინგები: ტრენინგი ტრენერებისთვის; პერსონალის მენეჯმენტი, მენეჯმენტის საფუძვლები, ეფექტური კომუნიკაცია, CTC, თბილისი; Qualitats management system nakh ISO 9001:2000-TUV/Suddeutschland; გაყიდვების ხელოვნება, სერვის+, HR for HR, ბანკი კონსტანტა, თბილისი.
სამუშაო გამოცდილება: სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა კომპანიებში "მინა", IBC, ARTI Group, ARTI, სტანდარტბანკი, ბანკი კონსტანტა პერსონაალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად; უნივერსიტეტში "მცირე აკადემია" პერსონალის მართვის მენეჯმენტის ლექტორად, ამჟამად კავკასიის ბიზნეს სკოლაში უძღვება ბიზნესკომუნიკაციებისა და პერსონალის მართვის მენეჯმენტის კურსს.
სხვა: ფლობს ქართულ,რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.

ეკა ლომიძე, ჟურნალისტიკის კურსის ხელმძღვანელი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება პრაქტიკულ ტრენინგ-კურსს ჟურნალისტიკაში.
განათლება: დაამთავრა საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
აქვს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი აქტიური ჟურნალისტიკური პრაქტიკა. ამჟამად მუშაობს გაზეთ „კვირის პალიტრაში“, ასევე მიყავს საკუთარი ბლოგი.
სხვა: ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

სოფიო ოხანაშვილი, ჟურნალისტიკის კურსის ხელმღვანელი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ჟურნალისტიკის კურსს: ახალი ამბების ჟურნალისტიკა.
განათლება: ივ. ჯავახიშვილის სახ. სახლემწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა სპეციალობით ტელე-რადიო ჟურნალისტიკა; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია მენეჯმენტის კურსი; "60 წუთის" ჟურნალისტური გამოძიების სკოლა; ასოციაცია "მთენის" ჟურნალისტური გამოძიების სკოლა;CEP-ის კურსი თემაზე - The European Union and its regulation of the Media.
პროფესიული ტრენინგები: გავლილი აქვს ტრენინგები: Multimedia Journalism, Data Journalism (კოლუმბიის უნივერსიტეტისა და GIPA; სტაჟირება ABC15- ში, არიზონას შტატი, ფინექსი; Human Rights Reporting (როიტერი, ინდოეთი); Making TV news (როიტერი, ლონდონი; - Facts & Formats – TV program making; RNTC (Radio Nederland Training Center (ჰილვერსამი, ნიდერლადების სამეფო).
სამუშაო გამოცდილება: პირველი არხი სტუდია "დღე";გაზეთის "24 საათის" ეკონომიკის განყოფილების კორესპონდენტი;"რუსთავი2"-ის გადაცემის "60 წუთის" ჟურნალისტი;კავკასიის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის ჟურნალისტი; რადიო ”მწვანე ტალღის” ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემის ”ხალხის ტრიბუნის” წამყვანი; საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა "არგუმენტისა" და "მსოფლიო დღეს" ჟურნალისტი;საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამის "მთავარის" ჟურნალისტი; საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის ჟურნალისტი;ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის VPRO "Metropolis"-ის ჟურნალისტი; ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამაში "მოამბე" ჟურნალისტად.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

ნატო ჩიტაია მეტყველების კულტურის კურსის ხელმძღვანელი.

რუსთავალის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება მეტყველების ტრენინგ-კურსს.

თამარ ღონიაშვილი, ტურიზმის ნენეჯმენტი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება ტურიზმის მენეჯმენტის კურსს.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სპეციალობა- ტურიზმი, საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სპეციალობა: ტურიზმის მართვა და ორგანიზაცია.
სამუშაო გამოცდილება: ტურისტული კომპანია ,,Georgia World Travel“ თანადამფუძნებელი და დირექტორი; სასტუმრო „როზმარინის“ გენერალური მენეჯერი; ტურისტული კომპანია "არგო ვოიაჯი", სასტუმრო “ფაშაბიჩი”(თურქეთი), სასტუმრო ,,ბაზალეთი პალასი”, ,სასტუმრო ,,კარპე დიემი”-გუდაური, ტრენინ- ცენტრი "ნოუ ჰაუ", სასწ. ცენტრი-VJ.
პროფესიული ტრენიგები და მიღწევები: ტრენინგი სატუმრო ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის („ძველი მეტეხი“ - ყველა განყოფილება). კომპანია "Welcome to Georgia" და ტურიზმის ადმინისტრაციამ 2015 და 2016 წელს დააჯილდოვა, როგორც - საუკეთესო შემომყვანი და გამყვანი კომპანიის მმართველი; 2017 წელს - საუკეთესო მეწარმე ახალგაზრდა ქალი.
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

მარიამი ჩიტიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობა (ტრენერი).

ჩვენს სასწავლო ცენტრში უძღვება საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს.
განათლება: დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკა (ბაკალავრიატი), საერთაშორისო ურთიერთობები (მაგისტრი).
სამუშაო გამოცდილება: ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; სს ვითიბი ბანკი ჯორჯია, ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სპეციალისტი; სარეკლამო სტუდია ოპიო, PR მენეჯერი; ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი, გაზეთი ბანკები და ფინანსები, გაზეთი ახალი 7 დღე - ჟურნალისტი; საზოგადოებრივი რადიო, კორესპონდენტი.
პროფესიული ტრენიგები: საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი); სოციალური კვლევის მეთოდები საჯარო პოლიტიკის ანალიზი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი); პროექტების მენეჯმენტი (ტრენინგ ცენტრი „ბიმარკი“); საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის მენეჯმენტი (ჯიპა); 10 ნაბიჯი პიარ - საკომუნიკაციო გეგმის შესადგენად (სტრატ,კომუნიკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპი“); PR მენეჯმენტი (იუსტიციის სასწავლო ცენტრი); Manuscripts & Excavations (Egyptian Fond for Technical Cooperation with CIS, EIS, NIS IN Cooperation with The Operational Unit for Development Assistance)
სხვა: ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს.