თარჯიმანთა ბიურო

სხვადასხვა სირთულის ტექსტის წერილობით თარგმნას უცხო ენიდან ქართულად და პირიქით, ქართულიდან უცხო ენაზე.


ჩვენი პრიორიტეტებია:
  • მაღალკვალიფიციური მომსახურება
  • კონფიდენციალობა
  • შეთანხმებული ვადების მკაცრი დაცვა


  • ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიას იძლევა:
    დიპლომირებული/სერტიფიცირებული თარჯიმანი . თარგმანზე მუშაობენ გამოცდილი, შესაბამისი ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომისა და სერტიფიკატის მფლობელები. მათი კვალიფიკაციის დონე მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. თარგმანის ფორმატირება . თქვენ საშუალება გაქვთ მოითხოვოთ დოკუმენტის თარგმნა ორიგინალი დოკუმენტის ზუსტი ფორმატირებით (ზოგჯერ აუცილებელია დოკუმენტში ტექსტისა და გამოსახულების ზუსტი განლაგების დაცვა).
    სათარგმნი მასალის წინასწარი ანალიზი . წინასწარ ზუსტდება ტერმინოლოგიის, შემოკლებებისა და პირადი მონაცემების მართლწერა და სისწორე (ქართული გვარ-სახელები ხშირად სხვადასხვა დოკუმენტში სხვადასხვაგვარად არის ტრანსლირებული)
    ღირებულების კონტროლი. თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ დაკვეთის ღირებულება ფაქტიური მასალის მოცულობისა და მოცემული ფასების მიხედვით (დათვლა ხდება ორიგინალი დოკუმენტის მოცულობის მიხედვით)
    დაკვეთის წინასწარი შეთანხმება . ტექსტის ნოტარიულ დამოწმებამდე საშუალება გექნებათ თავად გაეცნოთ მას, წარმოადგინოთ შენიშვნები და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ მოხდება დამოწმება.
    ოპერატიულობა და პუნქტუალურობა . მუდმივი ხელმისაწვდომობა სასუალებას იძლევა დამკვეთთან შეთანხმებით დადგინდეს და მკაცრად გაკონტროლდეს დაკვეთის შესრულების ვადა და პირობები.


    თქვენი კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით გთავაზობთ ონლაინ მომსახურებას:


    გამოგვიგზავნეთ სათარგმნი მასალა ნებისმირი ფორმით (ფოტო, ვორდის, ექსელის, პდფ ფაილის ან სხვა თქვენთვის სასურველ ფორმატში). მასალასთან გაცნობის შემდეგ დროულად შეგითანხმებთ დაკვეთის შესრულების დროს და ღირებულებას. თქვენი თანხმობის შემდეგ შეთანხმებულ ვადაში მოგეწოდებათ შესრულებული სამუშაო.

    ჩვენს გთავაზობთ მომსახურების ორ ტიპს:
    სანოტარო დამოწმებით და კომპანიის დასტურით.

    1. ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს აქვს ორიგინალი დოკუმენტის ტოლფასი ძალა. სანოტარო დამოწმების საჭიროება ჩნდება, მაშინ როდესაც აუცილებელია იურიდიული დამოწმება იმისა, რომ თარგმანი შესრულებულია დიპლომირებული სპეციალისტის მიერ. სანოტარო დამოწმება არის ცალკე მომსახურება. რომლის საფასური აისახება დაკვეთის სრულ ღირებულებაზე (სანოტარო დამოწმებას შემოგთავაზებთ უახლოს მომავალში)

    2. თუ სანოტარო დამოწმების საჭიროება არ არის, თარგმანი მოწმდება ჩვენი კომპანიის ბეჭდით იმის დასტურად, რომ სამუშაო შესრულებულია ჩვენი ორგანიზაციის მიერ.

    ორივე შემთხვევაში ორიგინალი დოკუმენტის ასლს ერთვის თარგმანი, იკინძება და მოწმდება შესაბამისი ბეჭდით (სატონატო ბიუროს ან ორგანიზაციის ბეჭდით).

    ჩვენი ვთარგმნით შემდეგ ენებზე:
  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული
  • გერმანული
  • ფრანგული
  • თურქული
  • ბერძნული
  • იტალიური
  • ესპანური


  • თარგმანის ღირებულება:

  • 1 სათარგმნი გვერდის ღირებულება სტანდარტული ფორმატირებით: 12-25 ლარი. არასტანდარტული ფორმატირების მოთხოვნისას ღირებულებას ემატება 1-2 ლარი (1გვ.)
  • 1 სათარგმნი გვერდი ნიშნავს: 1800 სიმბოლო სიტყვათაშორისი სივრცის ჩათვლით (დათვლა ხდება სათარგმნი ტექსტის მიხედვით, თუ ფორმატის გამო ამის დადგენა ვერ ხერხდება, შესრულებული თარგმანის მიხედვით). ვორდში სიმბოლოების რაოდენობის დასათვლელად მენიუში მოძებნეთ: review, ქვემენიუში: word count => characters with spaces.

    სანოტარო დამოწმების ღირებულება: 1გვ. 00ლარი. (სანოტარო დამოწმებას შემოგთავაზებთ უახლოს მომავალში)

    შენიშვნა: ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.